Larifan supo - ლარიფანი სუპო 0.5მგ 10 რექტალური სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 35,23 ლ რეგულარული ფასი 48,93 ლ
მარაგშია
SKU
60369_1509
ჩვენება: LARIFAN SUPO 0.5 mg გამოიყენება ზოგადი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, გრიპისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის, სწორი ნაწლავის ქრონიკული გაღიზიანებით და მტკივნეული ნახეთქებით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად.

გამოყენების ინსტრუქცია

ლარიფან სუპო 0.5 მგ

LARIFAN SUPO 0.5 mg

სავაჭრო დასახელება:

სუპოზიტორია: LARIFAN SUPO 0.5 mg

 შემადგენლობა:

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა – ორნმ, კაკაოს ზეთი, წყალი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.

 ფარმაკოლოგიური მოქმედება:

LARIFAN SUPO 0.5 mg შემადგენლობაში შემავალი ორნმ (ლარიფანი) არის ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, რომელიც ავლენს იმუნომოდულაციურ ეფექტს. LARIFAN SUPO 0.5 mg შეიცავს აქტიურ ნივთიერებას შემცირებული დოზით. ის ეხმარება ორგანიზმს როგორც ლოკალური, ასევე ზოგადი ბუნებრივი დაცვითი თვისებების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში და ახდენს ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკას. ხელს უწყობს რეგენერაციულ პროცესებს.

 ჩვენება:

LARIFAN SUPO 0.5 mg გამოიყენება ზოგადი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, გრიპისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის, სწორი ნაწლავის ქრონიკული გაღიზიანებით და მტკივნეული ნახეთქებით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად.

 მიღების წესი და დოზირება:

სუფთა ხელებით გახსენით სუპოზიტორიის შეფუთვა. ჯერ მოჭერით ერთი სუპოზიტორია, შემდეგ მაკრატლის საშუალებით გაჭერით კიდეები, დიდი და საჩვენებელი თითების საშუალებით გააცალკევეთ ერთმანეთისგან სუპოზიტორიის შეფუთვის ორივე ნახევარი და გამოათავისუფლეთ სუპოზიტორია შესაფუთი მასალისგან. სუპოზიტორია შეყავთ ღრმად სწორ ნაწლავში, რომელიც სასურველია იყოს წინასწარ დაცლილი.

 

  • რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გაციების პროფილაქტიკისთვის უნდა მოხდეს 1 სუპოზიტორიის გამოყენება 2 დღე მიყოლებით, საღამოს, ძილის წინ.
  • სწორი ნაწლავის გაღიზიანების დროს უნდა მოხდეს 1 სუპოზიტორიის გამოყენება ყოველ საღამოს 5 დღის მანძილზე. პოზიტიური ეფექტის შენარჩუნებისა და სტაბილიზაციისთვის რეკომენდებულია 1 სუპოზიტორიის გამოყენება კვირაში ერთხელ 3-5 კვირის მანძილზე. თუ არასასიამოვნო შეგრძნებები არ გაქრება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 შესაძლო გვერდითი მოვლენები

არასასურველი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

 გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

10 სუპოზიტორი (0.5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 მწარმოებელი: შპს „ლარიფანი“, კურბადას ქ. 2б, რიგა, LV-1009, ლატვია, info@larifans.lv, www.larifan.eu,

ტელ: +371 674 27 462

მეტი ინფორაცია
Units 10
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy