Traumeel - ტრაუმელი S კრემი 50გ

29,97 ლ
მარაგშია
SKU
82229_626

ჩვენება:ყველა  სახის  დაზიანება  (სპორტის,  უბედური  შემთხვევის  შედეგად),  როგორიცაა  დაჭიმულობა,ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები და სხვა.

გამოყენების ინსტრუქცია

Traumeel®   S

ტრაუმელ® S  (Traumeel®   s)

მალამო, გარეგანი მოხმარებისთვის კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი

შემადგენლობა:

100 გ შეიცავს:

Arnica montana         D 3       1.5 გ
Calendula officinalis          D 0    0.45 გ 
Hamamelis virginiana  D 0  0.45 გ 
Echinacea     D 0   0.15 გ
Echinacea purpurea       D 0 0.15 გ
Chamomilla recutita D 0 0.15 გ
Symphytum officinale  D 4  0.1 გ
Bellis perennis  D 0    0.1 გ
Hypericum perforatum D 6 0.09 გ
Achillea millefolium  D 0 0.09 გ
Aconitum napellus   D 1 0.05 გ
Atropa bella-donna D 1 0.05 გ 
Mercurius solubilis Hahnemanni   D 6  0.04 გ
Hepar sulfuris D 6   0.025 გ

შემავსებლები:

ცეტოსტეარილის  სპირტი  (ტიპი  ა), ემულგირებადი         8.007გ

პარაფინი  თხევადი,                                  9.342 გ                                                                          

თეთრი რბილი პარაფინი                         9.342 გ

გამოხდილი  წყალი                                  60.579 გ

ეთანოლი  (96 %)                                      9.335 გ                                                                                    
ჩვენება:

ყველა  სახის  დაზიანება  (სპორტის,  უბედური  შემთხვევის  შედეგად),  როგორიცაა  დაჭიმულობა,

დისლოკაცია,, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები და სხვა; ანთებითი

პროცესები  და  დეგენერაციული  პროცესები,  დაკავშირებული  სხვადასხვა  ორგანოებისა  და ქსოვილების ანთებასთან (მაგ. პერიოდონტიტი, ღრძილების დაჩირქება, პერიოდონტოზი), საყრდენ- მამოძრავებელი   აპარატის   ჩათვლით   (ტენდოვაგინიტი,   ბურსიტი,   მხარ-ბეჭის   პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი;

 უკუჩვენება:

გადამეტებული   მგრძნობელობა   ერთი   ან   მეტი   აქტიური  ინგრედიენტის   მიმართ, მაგ. არნიკა, გვირილა, მილეფოლიუმი  ან  გვირილასებრთა  ოჯახის  (შემადგენელი) სხვა  მცენარეების   მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

ცეტილსტეარილის  სპირტს  შეუძლია  გამოიწვიოს  კანის  ლოკალური  რეაქციები  (მაგ. კონტაქტური

დერმატიტი). არ წაისვათ  მალამო  ფართო  უბნებზე.

მოერიდეთ კონტაქტს  თვალთან, ლორწოვანთან, ღია  ჭრილობებთან  ან დაზიანებულ კანთან.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ    შემთხვევებში    შესაძლებელია   ინდივიდუალური       მგრძნობელობის   გამოვლინება,   ან

ლოკალური    ალერგიული    რეაქციები    (კანის    ანთება,  სიწითლე,  გასიება    და    ქავილი)    რა შემთხვევაშიც პრეპარატის  მიღება  უნდა შეწყდეს.

წამალთშორისი  ურთიერთქმედება:

არ  იქნა მოხსენებული რაიმე ურთიერთქმედების შესახებ და არც არის ეს მოსალოდნელი

ჰომეოპათიური განზავებისა და გარეგანი  გამოყენების  გამო.

თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული

წამლების შესახებ, თუნდაც ისინი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებია.

დოზირება  და გამოყენების  წესი:

დაიტანეთ  მალამო  დაზიანებულ  უბანზე  და  შეიზილეთ, დილით  და  საღამოს, აუცილებლობის

შემთხვევაში, შესაძლებელია ბანდის სახვევის დადებაც.

შენიშვნა:

არ გამოიყენოთ მალამო ფართო უბანზე  დიდი ხნის განმავლობაში, ან უშუალოდ ღია ჭრილობაზე.

შეფუთვა:

50 ან 100 გრამის  შემცველი  ტუბი.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ  საჭიროებს.

შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:                            

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy