მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Cavinton - კავინტონი 5მგ 50ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 12,00 ლ რეგულარული ფასი 15,00 ლ -
Lindynette 20 - ლინდინეტ 20 21ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,16 ლ რეგულარული ფასი 41,45 ლ -
Cinkit - ცინკიტი 10მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 18,96 ლ რეგულარული ფასი 23,70 ლ -
Quamatel - კვამატელი (ფამოტიდინი) 20მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 9,83 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
Quamatel - კვამატელი(ფამოტიდინი)ფხვნილი 5 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 41,43 ლ რეგულარული ფასი 51,90 ლ -
insulatard - ინსულატარდი HM 10მლ/100მეგანსაკუთრებული ფასი 23,98 ლ რეგულარული ფასი 29,98 ლ -
Klion D 100 - კლიონ-D 100მგ 10 ვაგინალური ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 18,54 ლ რეგულარული ფასი 23,18 ლ -
Tiogamma -ტიოგამმა ტურბო 1.2% 50მლგანსაკუთრებული ფასი 18,80 ლ რეგულარული ფასი 23,50 ლ -
Vibrocil - ვიბროცილი ცხვირის წვეთები 15მლგანსაკუთრებული ფასი 10,01 ლ რეგულარული ფასი 15,40 ლ -
Loperamide - ლოპერამიდი 2მგ 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 8,13 ლ რეგულარული ფასი 10,17 ლ -
EnRelax - ენრელაქსი 24 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 30,74 ლ რეგულარული ფასი 38,45 ლ -
Doritricin - დორიტრიცინი ტყის კენკრა 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 25,50 ლ რეგულარული ფასი 31,89 ლ -
Dulozim - დულოზიმი 30მგ 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 8,48 ლ რეგულარული ფასი 16,95 ლ -
Uperio - უპერიო 24მგ/26მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 72,45 ლ რეგულარული ფასი 95,33 ლ -
Otrivin - ოტრივინი 0.1% 10მლ ცხვირის აეროზოლიგანსაკუთრებული ფასი 10,99 ლ რეგულარული ფასი 16,91 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი შუშხუნა ტაბლეტები 15 ცალიგანსაკუთრებული ფასი 13,80 ლ რეგულარული ფასი 23,00 ლ -
Kaiser Natron - კაიზერ ნატრონი 1000მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 39,48 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
Tetesept - ტეტესეპტი ხველა და ყელი უშაქრო საწუწნი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 14,29 ლ რეგულარული ფასი 19,85 ლ -
ცეფიჩიუ საღ.ტაბ. 400მგ N5განსაკუთრებული ფასი 9,32 ლ რეგულარული ფასი 18,63 ლ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account