მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
ვარდენაფილო სტადა - Vardenafil Stada 20მგ 4 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,44 ლ რეგულარული ფასი 41,80 ლ -
ბიოლექტრა Mg - Bioleqtra Mg ფორტე 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 24,42 ლ რეგულარული ფასი 27,50 ლ -
ოფტაკორტალი - Oftacortal თვალის წვეთები 15% 0.3მლ 20 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 35,63 ლ რეგულარული ფასი 41,94 ლ -
იმუნოკინდი A - Immunokind A 150 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,50 ლ რეგულარული ფასი 29,00 ლ -
ტრიმეტაზიდინი-აკოსი - Trimetazidine Acos 35მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,55 ლ რეგულარული ფასი 10,00 ლ -
გლიდაპი - Glidap 10 10მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 36,81 ლ რეგულარული ფასი 43,30 ლ -
სალბუტამოლი - Salbutamol აეროზოლი 100მკგ/200დგანსაკუთრებული ფასი 4,58 ლ რეგულარული ფასი 4,82 ლ -
ვენარუსი - Venarus 500მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,30 ლ რეგულარული ფასი 33,10 ლ -
ურდოქსა - Urdoxa 500მგ 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 58,14 ლ რეგულარული ფასი 68,00 ლ -
კალციუმი+D3 - Calcium+D3 ფორთოხლის საღეჭი 30 ცალიგანსაკუთრებული ფასი 12,15 ლ რეგულარული ფასი 14,18 ლ -
ჩეტოდრალი - Chetodral სპრეი 20მლგანსაკუთრებული ფასი 20,36 ლ რეგულარული ფასი 24,00 ლ -
გოლდ რეი - Gold Ray კარდიო 7გ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 36,69 ლ რეგულარული ფასი 45,43 ლ -
ლუქსიალი - Luxial თვალის გელ-წვეთი 10მლგანსაკუთრებული ფასი 38,23 ლ რეგულარული ფასი 45,00 ლ -
გლიდაპი-M - Glidap-M 10მგ/1000მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 66,96 ლ რეგულარული ფასი 78,80 ლ






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account