მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
ვენენ - Venen ბალზამი 100მლგანსაკუთრებული ფასი 24,19 ლ რეგულარული ფასი 32,00 ლ -
სუდოკრემი - Sudocream 125გგანსაკუთრებული ფასი 17,28 ლ რეგულარული ფასი 24,00 ლ -
ჭრილობის დასამუშავებელი ხსნარი სპრეი 50მლ ოქტენისეპტი - Octeniseptგანსაკუთრებული ფასი 23,71 ლ რეგულარული ფასი 29,64 ლ -
Nevrozal Sleep - ნევროზალი სლიფ ბენე ქიდს წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 28,68 ლ რეგულარული ფასი 37,74 ლ -
ჯენესისი შუშხუნა ტაბლეტი 20 ცალიგანსაკუთრებული ფასი 25,04 ლ რეგულარული ფასი 34,78 ლ -
Sunlife D3 - სანლაიფი D3 1000სე 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,71 ლ რეგულარული ფასი 37,78 ლ -
Caldesun - კალდესანი სიროფი 200მლგანსაკუთრებული ფასი 28,00 ლ რეგულარული ფასი 37,00 ლ -
Panangin - პანანგინი 10მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 24,38 ლ რეგულარული ფასი 30,50 ლ -
Hepeel - ჰეპელი 1.1მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 14,88 ლ რეგულარული ფასი 20,66 ლ -
Jodbalance - იოდბალანსი 100მკგ 100ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,84 ლ რეგულარული ფასი 11,05 ლ -
Cyclodynon - ციკლოდინონი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 31,94 ლ რეგულარული ფასი 39,95 ლ -
ZALAIN - ზალაინი 300მგ 1 ვაგინალური სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 31,24 ლ რეგულარული ფასი 39,21 ლ -
Milgamma - მილგამა 100მგ 30 დრაჟეგანსაკუთრებული ფასი 26,42 ლ რეგულარული ფასი 44,04 ლ -
Diane - დიანე -35 21 დრაჟეგანსაკუთრებული ფასი 14,28 ლ რეგულარული ფასი 19,84 ლ -
Octenisan - ოქტენისანი დასაბანი ლოსიონი 1 ფლაკონი 150მლგანსაკუთრებული ფასი 19,95 ლ რეგულარული ფასი 24,95 ლ -
Klimadynon - კლიმადინონი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,85 ლ რეგულარული ფასი 34,84 ლ -
Kamistad Baby - კამისტად ბეიბი 10მლ. ღრძილების გელიგანსაკუთრებული ფასი 15,98 ლ რეგულარული ფასი 19,98 ლ -
ნიფედი-დენკი რეტარდირებული 10მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,87 ლ რეგულარული ფასი 24,84 ლ -
Diclo-Denk - დიკლო-დენკი რეტარდი 100 მგ. 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 5,26 ლ რეგულარული ფასი 6,58 ლ -
მედიტონზინი წვეთები 35გგანსაკუთრებული ფასი 17,98 ლ რეგულარული ფასი 22,54 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account