მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
XARELTO - ქსარელტო 15მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 44,95 ლ რეგულარული ფასი 67,65 ლ -
Zeel T - ცეელ T 2მლ 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 8,71 ლ რეგულარული ფასი 10,79 ლ -
Colic EZ - კოლიკეზი წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 20,69 ლ რეგულარული ფასი 24,34 ლ -
Qlaira - კლაირა 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,10 ლ რეგულარული ფასი 43,60 ლ -
Pantogar - პანტოგარი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 73,38 ლ რეგულარული ფასი 91,75 ლ -
ACC Extra - აცც ექსტრა 600მგ შუშხუნა 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 15,60 ლ რეგულარული ფასი 18,34 ლ -
Vitagamma D3 - ვიტაგამა D3 2000სე 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 21,58 ლ რეგულარული ფასი 26,98 ლ -
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი კონსეპტივი ქალებისთვის 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 63,19 ლ რეგულარული ფასი 70,21 ლ -
დოპელჰერც აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისთვის 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 63,14 ლ რეგულარული ფასი 70,15 ლ -
Espumisan - ესპუმიზანი 40მგ 25 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 5,85 ლ რეგულარული ფასი 6,89 ლ -
Kolerin - კოლერინი 250მგ 10 კაფსულა GMPგანსაკუთრებული ფასი 8,99 ლ რეგულარული ფასი 17,98 ლ -
Hepa-Merz - ჰეპა მერცი 10მლ. 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 20,53 ლ რეგულარული ფასი 24,15 ლ -
Traumeel S- ტრაუმელ S მალამო ტუბი 50გგანსაკუთრებული ფასი 30,22 ლ რეგულარული ფასი 35,60 ლ -
Cerebrum compositum - ცერებრუმ კომპოზიტუმი 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 6,65 ლ რეგულარული ფასი 7,83 ლ -
ვიტაგამა D3 5600სე 50ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 84,38 ლ რეგულარული ფასი 105,61 ლ -
Doritricin - დორიტრიცინი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,28 ლ რეგულარული ფასი 30,36 ლ -
Toragamma - ტორაგამმა 20მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 141,98 ლ რეგულარული ფასი 177,47 ლ -
Mezym forte - მეზიმ ფორტე 25000 ერთეული 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,40 ლ რეგულარული ფასი 32,23 ლ -
Toragamma - ტორაგამმა 200მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 153,59 ლ რეგულარული ფასი 192,26 ლ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account