მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
პანკრეატინი 0.25გ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 4,40 ლ რეგულარული ფასი 5,45 ლ -
LactaPrev - ლაქტაპრევი წვეთები 15მლგანსაკუთრებული ფასი 37,29 ლ რეგულარული ფასი 43,88 ლ -
Entenorm - ენტენორმი პლუსი 220მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 40,80 ლ რეგულარული ფასი 48,00 ლ -
Simalgel - სიმალგელი 250მლ სუსპენზიაგანსაკუთრებული ფასი 28,56 ლ რეგულარული ფასი 34,49 ლ -
Laxacol - ლაქსაკოლი 200მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 28,85 ლ რეგულარული ფასი 33,98 ლ -
Legkolax - ლეგკოლაქსი 10გ 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 25,92 ლ რეგულარული ფასი 30,50 ლ -
Legkolax - ლეგკოლაქსი 4გ 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 17,79 ლ რეგულარული ფასი 20,95 ლ -
Neo-Panza - ნეო-პანზა 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 51,85 ლ რეგულარული ფასი 61,00 ლ -
Antiflat - ანტიფლატი 42მგ 30 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,95 ლ რეგულარული ფასი 33,38 ლ -
Enterostabil - ენტეროსტაბილი ORS Boulard 5 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 34,00 ლ რეგულარული ფასი 40,01 ლ -
Tivortin - ტივორტინი ასპარტორის ხსნარი 20% 200მლგანსაკუთრებული ფასი 37,31 ლ რეგულარული ფასი 46,20 ლ -
Gastritol - გასტრიტოლი საწუწნი ტაბლეტი 20 ცალიგანსაკუთრებული ფასი 18,79 ლ რეგულარული ფასი 22,00 ლ -
Active Flora Baby - აქტივ ფლორა ბეიბი წვეთები 5მლგანსაკუთრებული ფასი 22,45 ლ რეგულარული ფასი 26,50 ლ -
ლაქს ფორტე ბეიბი 10 სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 26,73 ლ რეგულარული ფასი 31,45 ლ -
Calmosine - კალმოზინი საჭმლის მონელების 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 37,65 ლ რეგულარული ფასი 44,30 ლ -
NBL Probiotic Optima - ნბლ პრობიოტიკი ოპტიმა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 46,94 ლ რეგულარული ფასი 55,22 ლ -
Flortion - ფლორთიონი 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 29,74 ლ რეგულარული ფასი 35,22 ლ -
Kolerin Hydro - კოლერინ ჰიდრო 250მგ ჟოლო 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 38,15 ლ რეგულარული ფასი 44,88 ლ


ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account