მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
NovoRapid - ნოვორაპიდ ფლექსპ 100U/მლ3მლ 5ცალი-Sგანსაკუთრებული ფასი 156,76 ლ რეგულარული ფასი 184,44 ლ -
Nodus Night - ნოდუს ნაით 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,84 ლ რეგულარული ფასი 35,10 ლ -
Sanience D3 sprey - სანიენსი D3 250დოზა 50მლ სპრეიგანსაკუთრებული ფასი 95,62 ლ რეგულარული ფასი 112,60 ლ -
Vitagamma - ვიტაგამა D3 1000სე 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 14,08 ლ რეგულარული ფასი 17,76 ლ -
Klobenat Cream - კლობენატი კრემი 50გ ტუბიგანსაკუთრებული ფასი 19,33 ლ რეგულარული ფასი 22,74 ლ -
Klobenat Ointment - კლობენატი მალამო 50გ ტუბიგანსაკუთრებული ფასი 15,12 ლ რეგულარული ფასი 17,81 ლ -
PanDevit - პანდევიტი 4000სე 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 37,69 ლ რეგულარული ფასი 44,55 ლ -
Parbolo - პარბოლო 1მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 46,99 ლ რეგულარული ფასი 55,28 ლ -
Ginobiotik - გინობიოტიკი 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 58,20 ლ რეგულარული ფასი 68,69 ლ -
Vitaferol - ვიტაფეროლი მეგა D3 2000სე კ 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,51 ლ რეგულარული ფასი 43,64 ლ -
Treviton B - ტრევიტონი B 2მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 39,03 ლ რეგულარული ფასი 45,95 ლ -
ValuRest - ვალურესტი ბულარდი 250მგ 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 10,60 ლ რეგულარული ფასი 12,50 ლ -
Plexeral - პლექსერალი ფორტე 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 43,72 ლ რეგულარული ფასი 51,46 ლ -
Valmeton - ვალმეტონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 30,53 ლ რეგულარული ფასი 35,95 ლ -
Pianturo - პიანტურო ნაყენი 250მლგანსაკუთრებული ფასი 55,23 ლ რეგულარული ფასი 65,00 ლ -
კობალექსინი 1000მკგ 1მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 10,06 ლ რეგულარული ფასი 11,88 ლ -
Stopo Gripin - სტოპო გრიპინი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 27,19 ლ რეგულარული ფასი 32,00 ლ



ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account