მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Paracetamol - პარაცეტამოლი 100მგ კოკლუსედალი 10 სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 45,36 ლ რეგულარული ფასი 53,36 ლ -
Flosteron - ფლოსტერონი 1მლ. 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 39,77 ლ რეგულარული ფასი 49,93 ლ -
Berodual - ბეროდუალი 10მლ. 200 დოზა აეროზოლიგანსაკუთრებული ფასი 33,72 ლ რეგულარული ფასი 41,76 ლ -
Seda Calm - სედა კალმი ბეიბი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 22,21 ლ რეგულარული ფასი 27,42 ლ -
ალერდექსი თვ.წვ.0.1% 10მლგანსაკუთრებული ფასი 24,58 ლ რეგულარული ფასი 28,95 ლ -
Ketaldin - კეტალდინი თვალის წვეთები 0.5% 5მლგანსაკუთრებული ფასი 22,78 ლ რეგულარული ფასი 26,83 ლ -
Emeron - ემერონი გელი 2% 50გრგანსაკუთრებული ფასი 22,39 ლ რეგულარული ფასი 27,99 ლ -
Elcavin B - ელკავინი B სუსპენზია 10მგ 14 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 73,85 ლ რეგულარული ფასი 86,92 ლ -
Angiobest - ანგიობესტი 24მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,95 ლ რეგულარული ფასი 32,88 ლ -
Angiobest - ანგიობესტი 16მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 25,19 ლ რეგულარული ფასი 29,64 ლ -
Enterogermina - ენტეროჯერმინა 4მლრ/5მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 38,11 ლ რეგულარული ფასი 44,83 ლ -
Reparon - რეპარონი ჰერბალი მალამო 25გგანსაკუთრებული ფასი 22,16 ლ რეგულარული ფასი 27,70 ლ -
Reparon - რეპარონი ჰერბალი სუპოზიტორია 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 22,74 ლ რეგულარული ფასი 28,41 ლ -
Meocil - მეოცილი თვალის მალამო 5გგანსაკუთრებული ფასი 26,33 ლ რეგულარული ფასი 31,00 ლ -
Hyalo Gyn - ჰიალოგინი 10 ვაგინალური სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 58,42 ლ რეგულარული ფასი 69,43 ლ -
Reparcol - რეპარკოლი გელი 10მლგანსაკუთრებული ფასი 29,92 ლ რეგულარული ფასი 35,20 ლ -
Verabez - ვერაბეზი 20მგ 14 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,37 ლ რეგულარული ფასი 28,67 ლ



ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account