ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ლაიმი და კუმკვატი 500 გ 94916განსაკუთრებული ფასი 13,77 ლ რეგულარული ფასი 22,95 ლ -
დუო სუნამო ტანის სპრეი 1697 მილტონი - Miltonგანსაკუთრებული ფასი 39,51 ლ რეგულარული ფასი 65,85 ლ -
სხეულის წყალი Parfum 3291 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 52,38 ლ რეგულარული ფასი 87,30 ლ -
აკნეს საწინააღმდეგო სხეულის სპრეი SEBIA 150 მლ 3853 ესვიერი - SVRგანსაკუთრებული ფასი 53,20 ლ რეგულარული ფასი 76,00 ლ -
ტანის ნაკრები ყუთით Merry and Wild 100 მლ 8622 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 49,00 ლ რეგულარული ფასი 70,00 ლ -
შხაპის გელი 500 მლ 6304 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Candy 500 მლ 7738 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Coco 500 მლ 0623 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Frost 500 მლ 7479 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Ginger 500 მლ 0029 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Lavender 500 მლ 7776 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Love 500 მლ 7752 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Marshmallow 500 მლ 4157 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Raspberry 500 მლ 0005 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Strawberry 500 მლ 7813 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შხაპის გელი Tropical 500 მლ 7790 თრიქლმუნ - Treaclemoonგანსაკუთრებული ფასი 7,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ




ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account