ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Lea - ლეა საპონი AVENA 500 მლ 4974განსაკუთრებული ფასი 5,17 ლ რეგულარული ფასი 8,61 ლ -
Lea - ლეაშხაპ-გელი ALOE 750 მლ 4691განსაკუთრებული ფასი 7,20 ლ რეგულარული ფასი 12,00 ლ -
Lea - ლეა საპონი ALOE 500 მლ 4981განსაკუთრებული ფასი 5,17 ლ რეგულარული ფასი 8,61 ლ -
Lea - ლეა შხაპ-გელი AVENA 300 მლ 5018განსაკუთრებული ფასი 5,31 ლ რეგულარული ფასი 8,85 ლ -
Lea - ლეა საპონი DERMO 500 მლ 4998განსაკუთრებული ფასი 5,17 ლ რეგულარული ფასი 8,61 ლ -
Lea - ლეა კრემი სახე-ტანი-ხელი 100 მლ 4769განსაკუთრებული ფასი 7,26 ლ რეგულარული ფასი 12,10 ლ -
Lirene - ლირენე ფეხის შრატი 100 მლ 6113განსაკუთრებული ფასი 7,11 ლ რეგულარული ფასი 11,85 ლ -
Lirene - ლირენე ხელის კრემი 5x1 50 მლ 2526განსაკუთრებული ფასი 8,91 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ -
Lirene - ლირენე ხელის და ფრჩხილის დამატენიანებელი კრემი 75 მლ 2502განსაკუთრებული ფასი 8,91 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ -
Lirene - ლირენე ტანის კრემი Sweet Peach 30110განსაკუთრებული ფასი 11,42 ლ რეგულარული ფასი 19,03 ლ -
Caudalie - კოდალი ტანის ლოსიონი ჯინჯერის 400 მლ 3700განსაკუთრებული ფასი 58,00 ლ რეგულარული ფასი 116,00 ლ -
SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 400 მლ 1927განსაკუთრებული ფასი 55,20 ლ რეგულარული ფასი 92,00 ლ -
SVR - ესვიერი Topialyse კრემი 200 მლ 2436განსაკუთრებული ფასი 34,80 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 200 მლ 1910განსაკუთრებული ფასი 39,60 ლ რეგულარული ფასი 66,00 ლ -
Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპის გელი 1000მლ 4248განსაკუთრებული ფასი 33,93 ლ რეგულარული ფასი 67,85 ლ -
Roge Cavailles - როჟე კავაიე დამატენიანებელი შხაპის რძე 0141განსაკუთრებული ფასი 12,93 ლ რეგულარული ფასი 25,85 ლ -
Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპის გელი 200მლ 4583განსაკუთრებული ფასი 12,93 ლ რეგულარული ფასი 25,85 ლ -
Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპის გელი ნუში 4576განსაკუთრებული ფასი 12,93 ლ რეგულარული ფასი 25,85 ლ -
Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპის გელი ლოტუსი 4590განსაკუთრებული ფასი 12,93 ლ რეგულარული ფასი 25,85 ლ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account