ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
ხელის ლოსიონი Karma 70 მლ 6493 რიტუალსი - Ritualsგანსაკუთრებული ფასი 52,00 ლ რეგულარული ფასი 65,00 ლ -
ტანის ზეთი Ayurveda 100 მლ 3155 რიტუალსი - Ritualsგანსაკუთრებული ფასი 76,24 ლ რეგულარული ფასი 95,30 ლ -
აბაზანის ქაფი Ayurveda 500 მლ 9623 რიტუალსი - Ritualsგანსაკუთრებული ფასი 46,00 ლ რეგულარული ფასი 57,50 ლ -
ტანის კრემი Ayurvada 220 მლ 9586 რიტუალსი - Ritualsგანსაკუთრებული ფასი 66,00 ლ რეგულარული ფასი 82,50 ლ -
დასაბანი ქაფი Homme 200 მლ 5655 რიტუალსი - Ritualsგანსაკუთრებული ფასი 38,40 ლ რეგულარული ფასი 48,00 ლ -
ტანის კრემი Sakura 220 მლ 1311 რიტუალსი - Ritualsგანსაკუთრებული ფასი 65,68 ლ რეგულარული ფასი 82,10 ლ -
ტანის დამატენიანებელი LUMI 3210 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 14,91 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
ტანის დამატენიანებელი TRUFF 3012 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 14,91 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
ბარიერის კრემი 9135 ფარმაცერისი - Pharmacerisგანსაკუთრებული ფასი 24,93 ლ რეგულარული ფასი 49,85 ლ -
დერმოგელი Aloe 150 მლ 0226 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 20,13 ლ რეგულარული ფასი 33,55 ლ -
ტანის ლოსიონი Aloe 7393 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 ლ რეგულარული ფასი 21,90 ლ -
ხელის კრემი Aloe 75 მლ 2176 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 9,78 ლ რეგულარული ფასი 16,30 ლ -
შხაპის გელი Aloe Dermogel 0417 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 12,78 ლ რეგულარული ფასი 21,30 ლ -
კრემი Rose Hyaluronic 150 მლ 8468 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 22,35 ლ რეგულარული ფასი 37,25 ლ -
კარაქი Rose Hyaluronic 300 მლ 8543 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 22,38 ლ რეგულარული ფასი 37,30 ლ -
ტანის ზეთი Rose Hyaluronic 150 მლ 8475 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 27,06 ლ რეგულარული ფასი 45,10 ლ -
შხაპის გელი Coco 1000 მლ 8109 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,56 ლ რეგულარული ფასი 22,60 ლ -
ლოსიონი 200 მლ 2220 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 ლ რეგულარული ფასი 21,90 ლ -
ლოსიონი Sweet 200 მლ 2237 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 ლ რეგულარული ფასი 21,90 ლ -
შხაპის გელი 1000 მლ 8093 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,53 ლ რეგულარული ფასი 22,55 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account