სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 43,02 ლ რეგულარული ფასი 86,03 ლ -
Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen ესენცია 50 მლ 8603განსაკუთრებული ფასი 71,00 ლ რეგულარული ფასი 142,00 ლ -
Missha - მისშა SUPER AQUA ლოკოკინის ესენცია 8581განსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 90,00 ლ -
SVR - ესვიერი ვიტამინ B3 ESSENCE 0944განსაკუთრებული ფასი 55,80 ლ რეგულარული ფასი 93,00 ლ -
Mizon - მიზონი Original ესენცია 80 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 30,00 ლ რეგულარული ფასი 50,00 ლ -
Missha - მისშა Artemisia ესენცია 150 მლ 1811განსაკუთრებული ფასი 72,00 ლ რეგულარული ფასი 120,00 ლ -
Tonymoly - ტონიმოლი Floria ესენცია 50 მლ 1910განსაკუთრებული ფასი 48,69 ლ რეგულარული ფასი 97,39 ლ -
Missha - მისშაTime Revolution 2X ესენცია 50 მლ 2535განსაკუთრებული ფასი 88,94 ლ რეგულარული ფასი 148,24 ლ -
Missha - მისშაTime Revolution ესენცია Energy 2238განსაკუთრებული ფასი 87,73 ლ რეგულარული ფასი 146,22 ლ -
Missha - მისშაTime Revolution 5X ესენცია 2245განსაკუთრებული ფასი 84,13 ლ რეგულარული ფასი 140,22 ლ -
Missha - მისშა Artemisia ესენცია მისტი 2382განსაკუთრებული ფასი 72,00 ლ რეგულარული ფასი 120,00 ლ -
ესენცია Time Revolution The First Essence 5X 2017 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 63,00 ლ რეგულარული ფასი 105,00 ლ -
ესენცია Tea Tree 50 მლ 4261 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 21,00 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
გლიკოლის ესენცია Vinoperfect 100 მლ 4011 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 37,50 ლ რეგულარული ფასი 75,00 ლ -
ემულსია Chogongjin Youngan 120 მლ 0080 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 100,80 ლ რეგულარული ფასი 168,00 ლ -
ესენცია ტონერი Age Reviving A4 200 მლ 8072 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 59,60 ლ რეგულარული ფასი 74,50 ლ -
ესენცია ტონერი CICAA 100 მლ 0489 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 45,44 ლ რეგულარული ფასი 56,80 ლ


ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account