სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი BUBBLE ქაფი 3137განსაკუთრებული ფასი 27,90 ლ რეგულარული ფასი 46,50 ლ -
სახის კრემი Kalamansi 50 მლ 0876 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 24,00 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
გამწმენდი ზეთი ჟასმინი 150 მლ 2100 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 27,00 ლ რეგულარული ფასი 45,00 ლ -
თუთა აკნეს საწინააღმდეგო ამპულა 50 მლ 8109 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 52,80 ლ რეგულარული ფასი 88,00 ლ -
ესენცია Tea Tree 50 მლ 4261 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 21,00 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
გამწმენდი ქაფი Tea Tree 200 მლ 4278 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 24,00 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
დამატენიანებელი კრემი Tea Tree 60 მლ 4308 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 23,10 ლ რეგულარული ფასი 38,50 ლ -
პილინგ-გელი Naked 100 მლ 82616 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 19,20 ლ რეგულარული ფასი 32,00 ლ -
გამწმენდი ზეთი ლავანდა 150 მლ 2117 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 24,00 ლ რეგულარული ფასი 40,00 ლ -
ლაქების სამკურნალო საშუალება Nonco 13 მლ 7221 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 18,00 ლ რეგულარული ფასი 30,00 ლ -
ღრმად გამწმენდი ქაფი 0721 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 11,40 ლ რეგულარული ფასი 19,00 ლ -
გამწმენდი ქაფი 200 მლ 8696 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 32,70 ლ რეგულარული ფასი 54,50 ლ -
ვიტამინი AC PADS 35 ცალი 9747 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 17,70 ლ რეგულარული ფასი 29,50 ლ -
შრატი MILKY 9813 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 35,40 ლ რეგულარული ფასი 59,00 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account