სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ქაფი 7232განსაკუთრებული ფასი 12,42 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
Lirene - ლირენე დამატენიანებელი კრემი ნუშის 1413განსაკუთრებული ფასი 12,42 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
Soskin - სოსკინი დეტოქს ნიღაბი 75 მლ 7866განსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 99,00 ლ -
Soskin - სოსკინი კრემი ნაოჭების 50 მლ 7859განსაკუთრებული ფასი 65,00 ლ რეგულარული ფასი 130,00 ლ -
Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 გამწმენდი გელი 6225განსაკუთრებული ფასი 10,43 ლ რეგულარული ფასი 20,85 ლ -
Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 120 მლ 6218განსაკუთრებული ფასი 9,93 ლ რეგულარული ფასი 19,85 ლ -
Ziaja - ზიაია JASMIN მიცელარული წყალი 200 მლ 9846განსაკუთრებული ფასი 7,47 ლ რეგულარული ფასი 14,95 ლ -
Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 190 მლ 6201განსაკუთრებული ფასი 10,92 ლ რეგულარული ფასი 21,85 ლ -
Nuxe - ნუქსი Bio მაკორექტირებელი დამატენიანებელი ფლუიდი 50 მლ 7666განსაკუთრებული ფასი 119,38 ლ რეგულარული ფასი 170,55 ლ -
Martiderm - მარტიდერმი AMATIST შრატი 30 მლ 1836განსაკუთრებული ფასი 69,98 ლ რეგულარული ფასი 139,96 ლ -
Martiderm - მარტიდერმი Originals Flash ჰიალურონის შრატი 15 მლ 2759განსაკუთრებული ფასი 41,00 ლ რეგულარული ფასი 82,00 ლ -
Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 92,57 ლ რეგულარული ფასი 132,24 ლ -
La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 8289განსაკუთრებული ფასი 62,93 ლ რეგულარული ფასი 125,86 ლ -
La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი ზეთი 400 მლ 6764განსაკუთრებული ფასი 46,32 ლ რეგულარული ფასი 92,63 ლ -
Soskin - სოსკინი პიგმენტური ლაქების საპონი 2182განსაკუთრებული ფასი 17,50 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
SVR - ესვიერი ნაკრები SEBIA mat pores დასაბანი 3501განსაკუთრებული ფასი 57,00 ლ რეგულარული ფასი 95,00 ლ -
რეტინოლის შრატი 8099 Lisse პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 64,22 ლ რეგულარული ფასი 160,55 ლ -
ბალმი N2/AR Soothing 5531 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 40,00 ლ რეგულარული ფასი 100,00 ლ -
სახის გამწმენდი სტიკი Pate Grise 2844 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 30,42 ლ რეგულარული ფასი 76,05 ლ -
გამწმენდი კრემი Nue 3704 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 36,06 ლ რეგულარული ფასი 90,15 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account