სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
ანტიოქსიდანტური შრატი Black Diamond Ultimate 2581 მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 120,00 ლ რეგულარული ფასი 240,00 ლ -
შრატი 2161 Collagen shot მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 55,00 ლ რეგულარული ფასი 110,00 ლ -
გამამკვრივებელი შრატი 30 მლ 5220 სოსკინი - Soskinგანსაკუთრებული ფასი 65,00 ლ რეგულარული ფასი 130,00 ლ -
შრატი პრობლემური კანის 2229 სოსკინი - Soskinგანსაკუთრებული ფასი 25,00 ლ რეგულარული ფასი 50,00 ლ -
ვიტამინი C12 შრატი 30 მლ 9235 ლა როშ-პოზე - La Roche-Posayგანსაკუთრებული ფასი 149,50 ლ რეგულარული ფასი 230,00 ლ -
დამამშვიდებელი შრატი Softness 5692 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 64,20 ლ რეგულარული ფასი 160,50 ლ -
შავი წერტილების ხსნარი Pate Grise 8648 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 38,60 ლ რეგულარული ფასი 96,50 ლ -
ციკა-გელი Pate Grise 15 მლ 8631 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 30,20 ლ რეგულარული ფასი 75,50 ლ -
Pate Grise 8624 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 32,60 ლ რეგულარული ფასი 81,50 ლ -
ეკლატის ზეთი My Payot Bonne 30 მლ 1761 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 135,00 ლ -
შრატი Pate Girsse 30 მლ 2461 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 56,40 ლ რეგულარული ფასი 141,00 ლ -
თვალის კრემი და გამწმენდი 7530 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 139,30 ლ რეგულარული ფასი 199,00 ლ -
სახის შრატი Merveillance 4771 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 129,50 ლ რეგულარული ფასი 185,00 ლ -
თვალისა და ტუჩის კრემი Nuxeriance 4510 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 111,30 ლ რეგულარული ფასი 159,00 ლ -
სახის სუპერ შრატი 3323 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 195,30 ლ რეგულარული ფასი 279,00 ლ -
სახის შრატი ასაკობრივი FOLACIN 7546 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,43 ლ რეგულარული ფასი 22,85 ლ




ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account