სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Martiderm - მარტიდერმი Acniover აკნეს სპრეი 150 მლ 1485განსაკუთრებული ფასი 49,01 ლ რეგულარული ფასი 98,01 ლ -
Martiderm - მარტიდერმი Vitamin C ანტიოქსიდანტი 20 მლ 1065განსაკუთრებული ფასი 67,50 ლ რეგულარული ფასი 135,00 ლ -
Ziaja - ზიაია ტონიკი Natural 200 მლ 3484განსაკუთრებული ფასი 8,93 ლ რეგულარული ფასი 17,85 ლ -
Ziaja - ზიაია დღის და ღამის კრემი Natural 5389განსაკუთრებული ფასი 8,93 ლ რეგულარული ფასი 17,85 ლ -
Ziaja - ზიაია სახის კრემი ღამის Natural 3446განსაკუთრებული ფასი 9,42 ლ რეგულარული ფასი 18,85 ლ -
Ziaja - ზიაია სკრაბი სახის Natural 3545განსაკუთრებული ფასი 7,92 ლ რეგულარული ფასი 15,85 ლ -
Ziaja - ზიაია სახის კრემი დღე და ღამე Natural 3453განსაკუთრებული ფასი 8,97 ლ რეგულარული ფასი 17,95 ლ -
Ziaja - ზიაია სახის კრემი დღის Natural 3439განსაკუთრებული ფასი 9,42 ლ რეგულარული ფასი 18,85 ლ -
Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე Natural 100 მლ 0082განსაკუთრებული ფასი 8,43 ლ რეგულარული ფასი 16,85 ლ -
Ziaja - ზიაია შრატი სახის Natural 3477განსაკუთრებული ფასი 9,42 ლ რეგულარული ფასი 18,85 ლ -
Payot - პაიო MY PAYOT გლოუ კრემი 5371განსაკუთრებული ფასი 53,14 ლ რეგულარული ფასი 132,85 ლ -
Payot - პაიო Grise შრატი Anti-imperfections 5180განსაკუთრებული ფასი 59,32 ლ რეგულარული ფასი 148,30 ლ -
Payot - პაიო Pate Grise ღამის ნიღაბი 5258განსაკუთრებული ფასი 69,46 ლ რეგულარული ფასი 173,65 ლ -
Payot - პაიო Grise დასაბანი გელი 200 მლ 5159განსაკუთრებული ფასი 30,71 ლ რეგულარული ფასი 76,78 ლ -
Payot - პაიო Harmonie პიგმენტაციის SPF30 9882განსაკუთრებული ფასი 72,52 ლ რეგულარული ფასი 181,30 ლ -
Payot - პაიო Optimale დამატენიანებელი გელ-კრემი 2974განსაკუთრებული ფასი 52,38 ლ რეგულარული ფასი 130,95 ლ -
Payot - პაიო Nue ტონიკი 200 მლ 3681განსაკუთრებული ფასი 29,62 ლ რეგულარული ფასი 74,05 ლ -
Payot - პაიო MY PAYOT გლოუ გელი 5418განსაკუთრებული ფასი 52,44 ლ რეგულარული ფასი 131,10 ლ -
La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 100 მლ 6847განსაკუთრებული ფასი 64,82 ლ რეგულარული ფასი 99,72 ლ -
La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 40 მლ 6809განსაკუთრებული ფასი 32,36 ლ რეგულარული ფასი 49,78 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account