სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
მენოპაუზის დღის კრემი 50 მლ 3496 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 86,10 ლ რეგულარული ფასი 123,00 ლ -
სიწითლის კრემი Hydragenist 0938 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 86,80 ლ რეგულარული ფასი 124,00 ლ -
ულტრა შრატი 30 მლ 6516 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 122,50 ლ რეგულარული ფასი 175,00 ლ -
სახის ბალმი 50 მლ 9159 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 76,30 ლ რეგულარული ფასი 109,00 ლ -
შრატი C ვიტამინი 1747 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 82,80 ლ რეგულარული ფასი 138,00 ლ -
დამატენიანებელი კრემი 9171 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 120,00 ლ რეგულარული ფასი 200,00 ლ -
შრატი Supreme Youth 6095 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 218,01 ლ რეგულარული ფასი 363,35 ლ -
შრატი My Payot 5319 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 82,80 ლ რეგულარული ფასი 138,00 ლ -
გამწმენდი ქაფი MIZON HYALUGEN 100 მლ 5546 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,00 ლ რეგულარული ფასი 45,00 ლ -
სახის აღმდგენი გელი ლოკოკინის 45 მლ 2125 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 30,00 ლ რეგულარული ფასი 50,00 ლ -
ამპულა კრემი Bee Pollen 55725 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 63,00 ლ რეგულარული ფასი 105,00 ლ -
ამპულა Time Revolution Retinol 6142 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 72,00 ლ რეგულარული ფასი 120,00 ლ -
შრატი Time Revolution Red 40 მლ 7040 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 57,00 ლ რეგულარული ფასი 95,00 ლ -
შრატი Time Revolution Primestem 100 2283 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 96,00 ლ რეგულარული ფასი 160,00 ლ -
კრემი Time Revolution Primestem 100 2290 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 101,40 ლ რეგულარული ფასი 169,00 ლ -
თუთა აკნეს საწინააღმდეგო ამპულა 50 მლ 8109 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 52,80 ლ რეგულარული ფასი 88,00 ლ




ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account