სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION მიცელარული წყალი ნორმალური და მშრალი კანისთვის 8600განსაკუთრებული ფასი 10,00 ლ რეგულარული ფასი 20,00 ლ -
Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION მიცელარული წყალი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 8624განსაკუთრებული ფასი 10,00 ლ რეგულარული ფასი 20,00 ლ -
Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION დამატენიანებელი ფლუიდი 8648განსაკუთრებული ფასი 20,50 ლ რეგულარული ფასი 41,00 ლ -
Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION დღის კრემი 40 მლ 8662განსაკუთრებული ფასი 16,50 ლ რეგულარული ფასი 33,00 ლ -
Lierac - ლიერაკი პრემიუმი კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 5122განსაკუთრებული ფასი 194,00 ლ რეგულარული ფასი 277,15 ლ -
ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი აკნეს საწინააღმდეგო კრემი 30 მლ1409განსაკუთრებული ფასი 37,50 ლ რეგულარული ფასი 75,00 ლ -
ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი გელი 150 მლ 1423განსაკუთრებული ფასი 38,00 ლ რეგულარული ფასი 76,00 ლ -
ISIS PHARMA - ისის ფარმა სეკალია DS - კრემი მშრალი მგრძნობიარე კანისთვის 1652განსაკუთრებული ფასი 37,50 ლ რეგულარული ფასი 75,00 ლ -
ISIS PHARMA - ისის ფარმა ნეოტონი დეპიგმენტაციის შრატი 0362განსაკუთრებული ფასი 58,00 ლ რეგულარული ფასი 116,00 ლ -
Cetaphil - სეტაფილი კრემი ღამის სიწითლისადმი მიდრეკილი კანისთვის 50 მლ 8013განსაკუთრებული ფასი 60,90 ლ რეგულარული ფასი 87,00 ლ -
Missha - მისშა SUPER AQUA ლოკოკინის ესენცია 8581განსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 90,00 ლ -
ლოკოკინის მუცინის კრემი CELL RENEW 8604 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 78,00 ლ რეგულარული ფასი 130,00 ლ -
Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალურონის დასაბანი ქაფი 7226განსაკუთრებული ფასი 21,00 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი მარგალიტი 4781განსაკუთრებული ფასი 4,20 ლ რეგულარული ფასი 7,00 ლ -
Missha - მისშა MAGIC კუშონი N25 5311განსაკუთრებული ფასი 27,59 ლ რეგულარული ფასი 45,99 ლ -
Mizon - მიზონი ცხვირის პლასტირი შავი წერტილებისთვის 1 ცალი 4573განსაკუთრებული ფასი 3,00 ლ რეგულარული ფასი 5,00 ლ




ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account