სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
SVR - ესვიერი Physiopure მიცელარული ხსნარი 400 მლ 0255განსაკუთრებული ფასი 29,95 ლ რეგულარული ფასი 49,92 ლ -
SVR - ესვიერი Sensifine დემაკიაჟის ბალმი 100 გ 1033განსაკუთრებული ფასი 33,00 ლ რეგულარული ფასი 55,00 ლ -
SVR - ესვიერი ნაკრები Sebiaclear კრემი SPF50+ და დასაბანი გელი 3488განსაკუთრებული ფასი 56,40 ლ რეგულარული ფასი 94,00 ლ -
Mizon - მიზონი დამატენიანებელი დასაბანი ზეთი 150 მლ 4099განსაკუთრებული ფასი 50,92 ლ რეგულარული ფასი 84,86 ლ -
Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის ღამის კრემი 4266განსაკუთრებული ფასი 46,13 ლ რეგულარული ფასი 76,88 ლ -
Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 120 მლ 3795განსაკუთრებული ფასი 42,60 ლ რეგულარული ფასი 71,00 ლ -
Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3818განსაკუთრებული ფასი 45,00 ლ რეგულარული ფასი 75,00 ლ -
Mizon - მიზონი WV კრემი 230 მლ 2095განსაკუთრებული ფასი 40,80 ლ რეგულარული ფასი 68,00 ლ -
Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის აღმდგენი კრემი 50 მლ 3153განსაკუთრებული ფასი 46,80 ლ რეგულარული ფასი 78,00 ლ -
Mizon - მიზონი RETINOL კრემი 26 გ 4341განსაკუთრებული ფასი 88,66 ლ რეგულარული ფასი 147,76 ლ -
Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი გელი 50 მლ 2941განსაკუთრებული ფასი 43,13 ლ რეგულარული ფასი 71,89 ლ -
Mizon - მიზონი CICALURONIC ტონერი 150 მლ 3801განსაკუთრებული ფასი 52,80 ლ რეგულარული ფასი 88,00 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Youth სახის კრემი 50 მლ 4426განსაკუთრებული ფასი 47,92 ლ რეგულარული ფასი 79,87 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Youth შრატი 50 მლ 4419განსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 89,86 ლ






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account