სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი Bubble 9519განსაკუთრებული ფასი 12,42 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი მისტი 100 მლ 5341განსაკუთრებული ფასი 35,42 ლ რეგულარული ფასი 50,60 ლ -
SVR - ესვიერი Densitium Rose კრემი 50 მლ 1958განსაკუთრებული ფასი 92,95 ლ რეგულარული ფასი 169,00 ლ -
SVR - ესვიერი Densitium კრემი 50 მლ 1941განსაკუთრებული ფასი 93,39 ლ რეგულარული ფასი 169,80 ლ -
SVR - ესვიერი PALPEBRAL ბალმი 30 მლ 3327განსაკუთრებული ფასი 39,59 ლ რეგულარული ფასი 71,99 ლ -
SVR - ესვიერი HYDRA კრემი მსუბუქი 50 მლ 3211განსაკუთრებული ფასი 37,95 ლ რეგულარული ფასი 69,00 ლ -
SVR - ესვიერი HYDRA კრემი გაჯერებული 50 მლ 3297განსაკუთრებული ფასი 37,95 ლ რეგულარული ფასი 69,00 ლ -
ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 71,20 ლ რეგულარული ფასი 178,00 ლ -
სახის შრატი pine 50 მლ 1916 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,43 ლ რეგულარული ფასი 16,85 ლ -
შრატი Supreme Youth 6095 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 145,34 ლ რეგულარული ფასი 363,35 ლ -
რეტინოლის ამპულები 10 ცალი 3254 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 83,00 ლ რეგულარული ფასი 207,50 ლ -
სახის კრემი ACID revita 6341 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 7,43 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ -
სახის დამატენიანებელი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 8016 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,43 ლ რეგულარული ფასი 26,85 ლ -
კრემი Anti Age 50 მლ 0332 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 28,35 ლ რეგულარული ფასი 47,25 ლ -
მიცელარული გელი Aloe 3+ 6662 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 15,54 ლ რეგულარული ფასი 25,90 ლ -
მიცელარული წყალი Rose Hyaluronic 400 მლ 6822 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 15,57 ლ რეგულარული ფასი 25,95 ლ -
ტონერი Rose Hyaluronic 200 მლ 9182 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,98 ლ რეგულარული ფასი 23,30 ლ -
კრემი Anti Age Rosa 6884 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 25,95 ლ რეგულარული ფასი 43,25 ლ -
შრატი smooth Rosa 6860 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 24,30 ლ რეგულარული ფასი 40,50 ლ -
სახის შრატი Hyaluronic 60 მლ 8932 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 25,26 ლ რეგულარული ფასი 42,10 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account