სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Kool Beauty - ქულ ბიუთი თუთიის დამატენიანებელი 50 მლ 0026განსაკუთრებული ფასი 47,85 ლ რეგულარული ფასი 79,75 ლ -
Sebamed - სებამედი ცხიმიანი კანის დასაბანი საშუალება 100 გრ 4974განსაკუთრებული ფასი 6,85 ლ რეგულარული ფასი 13,70 ლ -
Sebamed - სებამედი დამატენიანებელი გელი ცხიმიანი კანის 50 მლ 4998განსაკუთრებული ფასი 15,80 ლ რეგულარული ფასი 31,60 ლ -
Sebamed - სებამედი სახის გამწმენდი გელი კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის 1948განსაკუთრებული ფასი 15,44 ლ რეგულარული ფასი 30,87 ლ -
Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი + ღამის კრემი 3522განსაკუთრებული ფასი 23,91 ლ რეგულარული ფასი 39,85 ლ -
Algologie - ალგოლოჟი Archipel გამწმენდი გელი 200 მლ 0071განსაკუთრებული ფასი 28,80 ლ რეგულარული ფასი 48,00 ლ -
Algologie - ალგოლოჟი Archipel დამატენიანებელი კრემ-გელი 50 მლ 0125განსაკუთრებული ფასი 43,20 ლ რეგულარული ფასი 72,00 ლ -
Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი + სახის ტონერი 3454განსაკუთრებული ფასი 21,51 ლ რეგულარული ფასი 35,85 ლ -
Payot - პაიო სახის კრემი შავი წერტილების საწინააღმდეგო Grise 1634განსაკუთრებული ფასი 47,95 ლ რეგულარული ფასი 95,90 ლ -
Algologie - ალგოლოჟი ზღვის თიხის ნიღაბი 8894განსაკუთრებული ფასი 39,00 ლ რეგულარული ფასი 65,00 ლ -
Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0393განსაკუთრებული ფასი 12,57 ლ რეგულარული ფასი 20,95 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი P 0510განსაკუთრებული ფასი 38,94 ლ რეგულარული ფასი 64,90 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Clean ტონერი 120 მლ 4372განსაკუთრებული ფასი 35,94 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Clean ნაჭრის ნიღაბი ჩაის ხე 4402განსაკუთრებული ფასი 4,79 ლ რეგულარული ფასი 7,98 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Clean დასაბანი გელი 100 მლ 4501განსაკუთრებული ფასი 33,60 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Clean შრატი 50 მლ 4389განსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 89,86 ლ -
Teaology - თიოლოჯი Green Tea AHA ნაჭრის ნიღაბი 0933განსაკუთრებული ფასი 12,11 ლ რეგულარული ფასი 17,30 ლ -
ჰამამელის წყალი 300 მლ 7813 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შრატი Pate Girsse 30 მლ 2461 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 70,50 ლ რეგულარული ფასი 141,00 ლ -
ნიღაბი Pate Grisse 75 მლ 2485 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 44,75 ლ რეგულარული ფასი 89,49 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account