სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Algologie - ალგოლოჟი Presquile მბზინავი ნიღაბი 50 მლ 9525განსაკუთრებული ფასი 49,00 ლ რეგულარული ფასი 98,00 ლ -
Algologie - ალგოლოჟი სიწითლისა და ნაოჭების შრატი 30 მლ 1029განსაკუთრებული ფასი 86,00 ლ რეგულარული ფასი 172,00 ლ -
Lirene - ლირენე სახის შრატი ენერგია C+E 9711განსაკუთრებული ფასი 17,43 ლ რეგულარული ფასი 34,85 ლ -
Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი 75 მლ 2083განსაკუთრებული ფასი 20,40 ლ რეგულარული ფასი 34,00 ლ -
Lirene - ლირენე გამაღიავებელი კრემ-გელი 2954განსაკუთრებული ფასი 14,93 ლ რეგულარული ფასი 29,85 ლ -
Lirene - ლირენე კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 2218განსაკუთრებული ფასი 9,93 ლ რეგულარული ფასი 19,85 ლ -
Lirene - ლირენე აღმდგენი სახის კრემი CHIA 2819განსაკუთრებული ფასი 13,43 ლ რეგულარული ფასი 26,85 ლ -
Lirene - ლირენე სახის კრემი 45+ 50 მლ 2317განსაკუთრებული ფასი 9,93 ლ რეგულარული ფასი 19,85 ლ -
Lirene - ლირენე სახის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1711განსაკუთრებული ფასი 7,48 ლ რეგულარული ფასი 14,96 ლ -
Lirene - ლირენე BIO სახის კრემი 50 მლ 0110განსაკუთრებული ფასი 9,23 ლ რეგულარული ფასი 18,47 ლ -
Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECUME ექსფოლიანტი 45 გ 0831განსაკუთრებული ფასი 35,50 ლ რეგულარული ფასი 71,00 ლ -
Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი კრემი ალოე 7256განსაკუთრებული ფასი 12,42 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
Lirene - ლირენე კრემი დამატენიანებელი Opuntia 7201განსაკუთრებული ფასი 12,42 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
Soskin - სოსკინი დეტოქს შრატი 7880განსაკუთრებული ფასი 44,50 ლ რეგულარული ფასი 89,00 ლ -
Soskin - სოსკინი დეტოქს ნიღაბი 75 მლ 7866განსაკუთრებული ფასი 49,50 ლ რეგულარული ფასი 99,00 ლ -
Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 92,57 ლ რეგულარული ფასი 132,24 ლ -
რეტინოლის შრატი 8099 Lisse პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 64,22 ლ რეგულარული ფასი 160,55 ლ -
სახის კრემი გვირილა 50 მლ 0228 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 6,42 ლ რეგულარული ფასი 12,85 ლ -
სახის კრემი გვირილა 100 მლ 0204 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,43 ლ რეგულარული ფასი 16,85 ლ -
კრემი Cicabio SPF50 40 მლ 0088 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 32,40 ლ რეგულარული ფასი 54,00 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account