სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
კოლაგენის ტუჩის ესენცია 3139 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 21,68 ლ რეგულარული ფასი 36,13 ლ -
კრემი Hyalugen 50 მლ 5539 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 44,40 ლ რეგულარული ფასი 74,00 ლ -
დამატენიანებელი კრემი Bee Pollen 1048 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 90,00 ლ -
ამპულა NEW Bee Pollen 1055 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 90,00 ლ -
დამატენიანებელი კრემი Time Revolution The First Essence 2024 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 75,00 ლ რეგულარული ფასი 125,00 ლ -
კრემ-სორბეტი Vinohydra 4387 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 49,00 ლ რეგულარული ფასი 98,00 ლ -
ულტრა შრატი 30 მლ 6516 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 122,50 ლ რეგულარული ფასი 175,00 ლ -
ამპულა კრემი Bee Pollen 55725 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 63,00 ლ რეგულარული ფასი 105,00 ლ -
გელ-კრემი Hydragenist 0945 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 79,10 ლ რეგულარული ფასი 113,00 ლ -
პრემიუმ შრატი 30 მლ 7920 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 241,50 ლ რეგულარული ფასი 345,00 ლ -
ჰიალურონის შრატი Vinohydra 30 მლ 4363 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 66,00 ლ რეგულარული ფასი 132,00 ლ -
გელ-კრემი 3-1ში კაცისთვის Optimale 6576 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 75,48 ლ რეგულარული ფასი 125,80 ლ -
დასაბანი 3-1ში სახე თმა ტანი 9173 ფარმაცერისი - Pharmacerisგანსაკუთრებული ფასი 22,43 ლ რეგულარული ფასი 44,85 ლ -
რეტინოლის ამპულები 10 ცალი 3254 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 124,50 ლ რეგულარული ფასი 207,50 ლ






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account