სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Lirene - ლირენე მიცელარული სითხე მაგნოლია 8911განსაკუთრებული ფასი 15,51 ლ რეგულარული ფასი 25,85 ლ -
Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი კიტრი 4533განსაკუთრებული ფასი 10,71 ლ რეგულარული ფასი 17,85 ლ -
Lirene - ლირენე მიცელარული სითხე ალოეთი 400 მლ 8812განსაკუთრებული ფასი 15,51 ლ რეგულარული ფასი 25,85 ლ -
Nuxe - ნუქსი სახის და ტანის გამწმენდი გელი reve de miel 400 მლ 4063განსაკუთრებული ფასი 48,65 ლ რეგულარული ფასი 69,50 ლ -
Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი ალოე 3311განსაკუთრებული ფასი 10,71 ლ რეგულარული ფასი 17,85 ლ -
ISIS PHARMA - ისის ფარმა აქვა რუბორილ მიცელარული წყალი 7751განსაკუთრებული ფასი 36,00 ლ რეგულარული ფასი 72,00 ლ -
Ziaja - ზიაია თხის რძის რძე + ტონიკი 8374განსაკუთრებული ფასი 15,98 ლ რეგულარული ფასი 31,95 ლ -
Pharmaceris - ფარმაცერისი ლოსიონი სებორეგულარი 2114განსაკუთრებული ფასი 16,43 ლ რეგულარული ფასი 32,85 ლ -
Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECUME გამწმენდი რძე 200 მლ 9532განსაკუთრებული ფასი 27,60 ლ რეგულარული ფასი 46,00 ლ -
Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECU ტონერი 200 მლ 9488განსაკუთრებული ფასი 27,60 ლ რეგულარული ფასი 46,00 ლ -
Algologie - ალგოლოჟი DUNES ლოსიონი 200 მლ 9976განსაკუთრებული ფასი 27,30 ლ რეგულარული ფასი 45,50 ლ -
Lirene - ლირენე სახის პილინგი 3419განსაკუთრებული ფასი 11,31 ლ რეგულარული ფასი 18,85 ლ -
Caudalie - კოდალი Vinoclean ნუშის რძე 100 მლ 3113განსაკუთრებული ფასი 22,00 ლ რეგულარული ფასი 44,00 ლ -
Caudalie - კოდალი Vinoclean ნუშის რძე 200 მლ 3120განსაკუთრებული ფასი 35,00 ლ რეგულარული ფასი 70,00 ლ






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account