სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 43,02 ლ რეგულარული ფასი 86,03 ლ -
Payot - პაიო Grise ორფაზიანი პუდრი-ლოსიონი 9959განსაკუთრებული ფასი 30,60 ლ რეგულარული ფასი 51,00 ლ -
მისტი Hyalugen 100 მლ 5560 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 38,40 ლ რეგულარული ფასი 64,00 ლ -
ტონერი Hyalugen 130 მლ 5515 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 34,80 ლ რეგულარული ფასი 58,00 ლ -
ღამის ამპულა სტიკი Time Revolution 0431 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 66,00 ლ რეგულარული ფასი 110,00 ლ -
ესენცია Time Revolution The First Essence 5X 2017 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 63,00 ლ რეგულარული ფასი 105,00 ლ -
ესენცია Time Revolution 5X Pads 4002 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 ლ რეგულარული ფასი 90,00 ლ -
ამპულა Time Revolution Retinol 6142 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 72,00 ლ რეგულარული ფასი 120,00 ლ -
ვარდის წყალი 300 მლ 7806 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
ჰამამელის წყალი 300 მლ 7813 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
კოლაგენის ლიფტინგ ტონერი 120 მლ 4594 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 39,60 ლ რეგულარული ფასი 66,00 ლ -
სახის კანის დამატენიანებელი სპრეი მცენარეული 7300 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,91 ლ რეგულარული ფასი 19,85 ლ -
მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთი ROSE 7348 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 14,91 ლ რეგულარული ფასი 24,85 ლ -
სახის დამატენიანებელი ტონერი ალოე 7270 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 8,91 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ -
ტონერი ალოე 3328 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,51 ლ რეგულარული ფასი 15,85 ლ -
ლაქების სამკურნალო საშუალება Nonco 13 მლ 7221 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 18,00 ლ რეგულარული ფასი 30,00 ლ -
ემულსია Chogongjin Youngan 120 მლ 0080 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 100,80 ლ რეგულარული ფასი 168,00 ლ -
ტონერი Super Panthenol 200 მლ 0347 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 66,00 ლ რეგულარული ფასი 110,00 ლ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account