სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი კრემ-გელი 8640განსაკუთრებული ფასი 45,95 ლ რეგულარული ფასი 76,58 ლ -
გელ-ქაფი Nonco 7177 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 26,10 ლ რეგულარული ფასი 43,50 ლ -
Nuxe - ნუქსი გამწმენდი რძე 200 მლ 2074განსაკუთრებული ფასი 43,75 ლ რეგულარული ფასი 62,50 ლ -
Vichy - ვიში მინერალ 89 კრემი მშრალი კანისთვის 9501განსაკუთრებული ფასი 55,86 ლ რეგულარული ფასი 111,72 ლ -
Vichy - ვიში PT პილინგი სახის 75 მლ 8896განსაკუთრებული ფასი 59,90 ლ რეგულარული ფასი 119,81 ლ -
SVR - ესვიერი ნაკრები Sebiaclear კრემი SPF50+ და დასაბანი გელი 3488განსაკუთრებული ფასი 56,40 ლ რეგულარული ფასი 94,00 ლ -
Mizon - მიზონი CICA ალოე გელ-კრემი 4006განსაკუთრებული ფასი 24,60 ლ რეგულარული ფასი 41,00 ლ -
Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 120 მლ 3795განსაკუთრებული ფასი 42,60 ლ რეგულარული ფასი 71,00 ლ -
Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3818განსაკუთრებული ფასი 45,00 ლ რეგულარული ფასი 75,00 ლ -
Mizon - მიზონი RETINOL შრატი 28 გ 4334განსაკუთრებული ფასი 83,87 ლ რეგულარული ფასი 139,78 ლ -
Mizon - მიზონი WV კრემი 230 მლ 2095განსაკუთრებული ფასი 40,80 ლ რეგულარული ფასი 68,00 ლ -
Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი გელი 50 მლ 2941განსაკუთრებული ფასი 43,13 ლ რეგულარული ფასი 71,89 ლ -
Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის დღის კრემი 4259განსაკუთრებული ფასი 41,93 ლ რეგულარული ფასი 69,89 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Hydro შრატი 50მლ 4464განსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 89,86 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Clean დასაბანი გელი 100 მლ 4501განსაკუთრებული ფასი 33,60 ლ რეგულარული ფასი 56,00 ლ -
Village11 - ვილაჯ11 Hydro გელ-კრემი 50 მლ 4532განსაკუთრებული ფასი 47,92 ლ რეგულარული ფასი 79,87 ლ




ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account