თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
-
Topicrem - ტოპიკრემი Karite შამპუნი 200 მლ 4815განსაკუთრებული ფასი 31,46 ლ რეგულარული ფასი 62,91 ლ -
PHYTO - ფიტო თმის ნიღაბი მკვებავი 200 მლ 6787განსაკუთრებული ფასი 44,75 ლ რეგულარული ფასი 89,50 ლ -
Rituals - რიტუალს Sakura თმის კონდიციონერი 250 მლ 3704განსაკუთრებული ფასი 39,16 ლ რეგულარული ფასი 48,95 ლ -
Rituals - რიტუალს შამპუნი Sakura 250 მლ 3728განსაკუთრებული ფასი 39,16 ლ რეგულარული ფასი 48,95 ლ -
Echosline - ეკოსლაინი შამპუნი კერატინის 300 მლ 6314განსაკუთრებული ფასი 19,65 ლ რეგულარული ფასი 32,75 ლ -
Fanola - ფანოლა აღმდგენი ლოსიონი Leave-in 195 მლ 2753განსაკუთრებული ფასი 23,35 ლ რეგულარული ფასი 46,71 ლ -
Fanola - ფანოლა აღმდგენი კონდიციონერი Leave-in 300 მლ 2746განსაკუთრებული ფასი 14,88 ლ რეგულარული ფასი 29,76 ლ -
Fanola - ფანოლა დამცავი სპრეი 100 მლ 0261განსაკუთრებული ფასი 23,85 ლ რეგულარული ფასი 47,70 ლ -
Fanola - ფანოლა ბზინვარების სპრეი Wonder 150 მლ 2760განსაკუთრებული ფასი 25,85 ლ რეგულარული ფასი 51,70 ლ -
Echosline - ეკოსლაინი შრატი HYDRATING 100 მლ 6307განსაკუთრებული ფასი 31,61 ლ რეგულარული ფასი 52,69 ლ -
Fanola - ფანოლა სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი 100 მლ 8629განსაკუთრებული ფასი 9,39 ლ რეგულარული ფასი 18,79 ლ -
Echosline - ეკოსლაინი ფლუიდი Argan 100 მლ 6178განსაკუთრებული ფასი 33,41 ლ რეგულარული ფასი 55,68 ლ -
Echosline - ეკოსლაინი ნიღაბი დაზიანებული თმისთვის Argan 300 მლ 6130განსაკუთრებული ფასი 20,26 ლ რეგულარული ფასი 33,76 ლ -
Raywell - რეიველი სიწითლის საწინააღმდეგო შამპუნი 250 მლ 5020განსაკუთრებული ფასი 6,92 ლ რეგულარული ფასი 13,85 ლ






ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account