თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
-
კონდიციონერი ნატურალი 500 მლ 5351 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
დამცავი შამპუნი 500 მლ 5375 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შამპუნი მცენარეული 500 მლ 5368 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
ნეიტრალური შამპუნი 500 მლ 5382 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
ხილის შამპუნი 500 მლ 5399 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
შამპუნი და კონდიციონერი 500 მლ 5405 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 8,98 ლ რეგულარული ფასი 19,95 ლ -
ფიქსაციის სპრეი 500 მლ 6826 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 14,97 ლ რეგულარული ფასი 24,95 ლ -
აღმდგენი შამპუნი Nourish 1000 მლ 0537 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
დამარბილებელი შამპუნი Smooth 1000 მლ 2948 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
შამპუნი ხშირი გამოყენებისთვის Frequent 1000 მლ 1996 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
შამპუნი Balance 1000 მლ 2609 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
შამპუნი Wonder Nourishing 1000 მლ 2678 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
შამპუნი მოცულობისთვის Volume 1000 მლ 3433 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
შამპუნი შეღებილი თმისთვის Color 1000 მლ 2456 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 ლ რეგულარული ფასი 54,85 ლ -
კონდიციონერი VOLUME 1000 მლ 5706 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 23,91 ლ რეგულარული ფასი 39,85 ლ -
მოცულობისა და ფიქსაციის სპრეი 500 მლ 6604 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 17,91 ლ რეგულარული ფასი 29,85 ლ -
შამპუნი BALANCE+ 1000 მლ 5829 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 29,97 ლ რეგულარული ფასი 49,95 ლ -
კონდიციონერი ხვეული თმისთვის 1000 მლ 0681 რეიველი - Raywellგანსაკუთრებული ფასი 16,43 ლ რეგულარული ფასი 32,85 ლ -
შამპუნი Hidra 1000 მლ 3009 რეიველი - Raywellგანსაკუთრებული ფასი 17,43 ლ რეგულარული ფასი 34,85 ლ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account