დეოდორანტები

დეოდორანტი არის პირადი ჰიგიენის პროდუქტი, რომელიც შექმნილია სხეულის სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. დეოდორანტი ურთიერთქმედებს სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან, ახშობს და ანეიტრალებს მას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს, როგორც სპრეის სახით ასევე, სტიკსა და ბურთულიანს. დეოდორანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ჰიგიენის დაცვასა და ყოველდღიურ რუტინაში, რაც უზრუნველყოფს თავდაჯერებულობასა და კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს შორის.
დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ემსახურება სხვადასხვა მიზანს პირადი ჰიგიენის დაცვის დროს. დეოდორანტი შექმნილია სხეულის სუნის გასაქრობად, ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი სუნის განეიტრალებით ან შენიღბვით. ის შეიცავს ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიების ზრდას და ეთერზეთებს, რათა შემცირდეს სუნი. დეოდორანტი არ ახდენს გავლენას წარმოქმნილი ოფლის რაოდენობაზე.
მეორეს მხრივ, ანტიპერსპირანტები შექმნილია ოფლიანობის შესამცირებლად, საოფლე ჯირკვლების დროებითი ბლოკირებით. ის შეიცავს ალუმინზე დაფუძნებულ ნაერთებს, როგორიცაა ალუმინის ქლოროჰიდრატი, რომელიც ქმნის საცობებს ოფლის სადინარებში და ამცირებს ოფლის რაოდენობას. ოფლის შემცირება ასევე ხელს უწყობს სხეულის სუნის შემცირებას, რადგან ნაკლები ტენიანობა ნიშნავს ბაქტერიების ნაკლებ ზრდას. ბევრი ბრენდი აერთიანებს დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ოფლის შემცირებას, ასევე სუნის კონტროლს.
შეარჩიე, 30–მდე ბრენდს შორის შენს სხეულზე მორგებული დეოდორანტი და შეინარჩუნე სისუფთავე მთელი დღის განმავლობაში.
დეოდორანტი სპრეი
დეოდორანტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, სპრეია. დეოდორანტი სპრეი არის მოსახერხებელი და სწრაფი საშუალება სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად. მთავარი უპირატესობა სწრაფად გაშრობა და გამაგრილებელი შეგრძნებაა. სურნელის მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკმაყოფილოს არ დატოვებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება სპრეი დეოდორანტების საფრთხის შემცველობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუ ცდილობ თავიდან აიცილო კანის გაღიზიანება და ხართ ალერგიული, შეარჩიე დეოდორანტები ალუმინის გარეშე. თუ როგორ შეარჩიო შენზე მორგებული ანტიპერსპირანტი, გაიგე ჩვენს ბლოგში.
ბურთულიანი დეოდორანტი
ბურთულიანი დეოდორანტები პოპულარობით სარგებლობს მათი გამოყენების სიმარტივის გამო. მომხმარებელს საშუალება აქვს დაიტანოს პროდუქტი კონკრეტულ ადგილებზე. Ამ ფორმის დეოდორანტები, უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასიამოვნო სუნს, რაც მათ უფრო საიმედოს ხდის. კომპაქტური შეფუთვა კი, მგზავრობისთვის მოსახერხებელ პროდუქტად აქცევს.
ბურთულიანი დეოდორანტები შეიცავს არომატიზატორებს, ეთერზეთებს და ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც შექმნილია სუნის ეფექტურად გასაკონტროლებლად და მომხმარებლის სასიამოვნო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. ისეთი ნივთიერებები კი, როგორიცაა გლიცერინი და ალოე ვერა, უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და დამშვიდებას.
საბოლოოდ, სპრეის, სტიკისა თუ ბურთულიან დეოდორანტებს შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია პირად პრეფერენციებზე. იშოპინგე PSP.GE-ზე და შეარჩიე შენს კანზე მორგებული პროდუქტი, რომელიც თავს გაგრძნობინებთ თავდაჯერებულად მთელი დღის განმავლობაში. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Dove - დავი დეოდორანტი სპრეი 150 მლ Invisible 8887განსაკუთრებული ფასი 12,53 ლ რეგულარული ფასი 14,75 ლ -
დეოდორანტი სპრეი 200 მლ 3012 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 6,68 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ -
დეოდორანტი სპრეი ალოე ვერა 150 მლ 9776 რექსონა - Rexonaგანსაკუთრებული ფასი 10,77 ლ რეგულარული ფასი 12,67 ლ -
დეოდორანტი სპორტი კაცის 200 მლ 4587 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 8,60 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
ანტიპერსპირანტი სპრეი ოპუსის ყვავილი 200 მლ 1296 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 10,44 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
ანტიპერსპირანტი სპრეი ისლა ვანილი 200 მლ 1401 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 10,44 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
ანტიპერსპირანტი სპრეი იასამანი 200 მლ 1418 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 10,44 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
დეოდორანტი სპრეი ბლუ 150 მლ 9721 რექსონა - Rexonaგანსაკუთრებული ფასი 10,77 ლ რეგულარული ფასი 12,67 ლ -
დეოდორანტი სპრეი კოტონ 150 მლ 9738 რექსონა - Rexonaგანსაკუთრებული ფასი 10,77 ლ რეგულარული ფასი 12,67 ლ -
დეოდორანტი სპრეი 150 მლ 5512 ოლდ მანი - Old Moneyგანსაკუთრებული ფასი 6,83 ლ რეგულარული ფასი 10,50 ლ -
ანტიპერსპირანტი სპრეი 200 მლ 5782 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 10,44 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
ანტიპერსპირანტი სპრეი სიგრილე 200 მლ 1272 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 10,44 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
ანტიპერსპირანტი სპრეი ტკბილი სურნელი 200 მლ 1425 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 10,44 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
ანტიპერსპირანტი სპრეი ფრეში 200 მლ 0300 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 10,44 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
მამაკაცის დეოდორანტი მინერალ აქტივი 200 მლ 9650 ოე - OEგანსაკუთრებული ფასი 8,60 ლ რეგულარული ფასი 12,29 ლ -
დეოდორანტი Cotton 100 მლ 1000 სოფთ ენდ ჯენთელ - Soft and Gentleგანსაკუთრებული ფასი 7,43 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ -
დეოდორანტი სპრეი Cotton 4001 სოფთ ენდ ჯენთელ - Soft and Gentleგანსაკუთრებული ფასი 7,43 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ



ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account