მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
-
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე FREEFLOW 9467განსაკუთრებული ფასი 14,25 ლ რეგულარული ფასი 23,75 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა KOALA სილიკონის 9238/3205განსაკუთრებული ფასი 7,21 ლ რეგულარული ფასი 14,42 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5459განსაკუთრებული ფასი 20,63 ლ რეგულარული ფასი 34,38 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 7310განსაკუთრებული ფასი 19,12 ლ რეგულარული ფასი 31,87 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 7259განსაკუთრებული ფასი 19,12 ლ რეგულარული ფასი 31,87 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე Ultra Soft 3652განსაკუთრებული ფასი 21,75 ლ რეგულარული ფასი 36,25 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 3198განსაკუთრებული ფასი 15,75 ლ რეგულარული ფასი 26,25 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18თვე 2 ცალი 5126განსაკუთრებული ფასი 20,25 ლ რეგულარული ფასი 33,75 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 6123განსაკუთრებული ფასი 20,25 ლ რეგულარული ფასი 33,75 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5409განსაკუთრებული ფასი 20,25 ლ რეგულარული ფასი 33,75 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5959განსაკუთრებული ფასი 20,25 ლ რეგულარული ფასი 33,75 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 18+ თვე 2 ცალი 6142განსაკუთრებული ფასი 20,25 ლ რეგულარული ფასი 33,75 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18თვე 2 ცალი 1808განსაკუთრებული ფასი 22,50 ლ რეგულარული ფასი 37,50 ლ -
Avent - ავენტი მატყუარა 6-18თვე 2 ცალი 1839განსაკუთრებული ფასი 22,50 ლ რეგულარული ფასი 37,50 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა სილიკონის ADORE 2 ცალი 3553განსაკუთრებული ფასი 12,27 ლ რეგულარული ფასი 24,55 ლ





ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account