ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1 ში როზალია 230მლ 0389განსაკუთრებული ფასი 6,48 ლ რეგულარული ფასი 12,95 ლ -
Mustela - მუსტელა ქაფი-შამპუნი ახალშობილის 4405განსაკუთრებული ფასი 23,73 ლ რეგულარული ფასი 33,90 ლ -
Ziaja - ზიაია საბავშვო დამატენიანებელი კრემ-ზეთი 0262განსაკუთრებული ფასი 5,97 ლ რეგულარული ფასი 11,95 ლ -
Ziaja - ზიაია საბავშვო დასაბანი საშუალება 4026განსაკუთრებული ფასი 9,93 ლ რეგულარული ფასი 19,85 ლ -
Ziaja - ზიაია საბავშვო შამპუნი და სააბაზანო საშუალება 9807განსაკუთრებული ფასი 8,93 ლ რეგულარული ფასი 17,85 ლ -
Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1ში ჟოლო 230მლ 0563განსაკუთრებული ფასი 7,43 ლ რეგულარული ფასი 14,85 ლ -
Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ემულსია 200 მლ 3943განსაკუთრებული ფასი 26,91 ლ რეგულარული ფასი 44,85 ლ -
LUX - ლუქსი სველი ხელსახოცი 120 ცალი 0045განსაკუთრებული ფასი 3,42 ლ რეგულარული ფასი 6,85 ლ -
Mustela - მუსტელა შამპუნი-გელი 2in1 დაბადებიდან 200მლ 6058განსაკუთრებული ფასი 23,06 ლ რეგულარული ფასი 32,95 ლ -
Mustela - მუსტელა საპონი ქოლდ კრემი 100გ 6102განსაკუთრებული ფასი 17,47 ლ რეგულარული ფასი 24,95 ლ -
Mustela - მუსტელა შამპუნი 0+ 200მლ 6126განსაკუთრებული ფასი 18,86 ლ რეგულარული ფასი 26,95 ლ -
Ziaja - ზიაია შხაპ-გელი საბავშვო 300 მლ 7034განსაკუთრებული ფასი 5,93 ლ რეგულარული ფასი 11,85 ლ -
Bumble Baby - ბამბლ ბეიბი სველი ხელსახოცი 100 ცალი 5551განსაკუთრებული ფასი 2,60 ლ რეგულარული ფასი 3,25 ლ -
Bumble Baby - ბამბლ ბეიბი სველი ხელსახოცი 120 ცალი 4365განსაკუთრებული ფასი 1,80 ლ რეგულარული ფასი 2,25 ლ -
Bumble Baby - ბამბლ ბეიბი სველი ხელსახოცი 120 ცალი 5575განსაკუთრებული ფასი 3,20 ლ რეგულარული ფასი 4,00 ლ -
Balmy - ბალმი ღრუბელი საბავშვო 7842განსაკუთრებული ფასი 4,47 ლ რეგულარული ფასი 8,93 ლ -
Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2 in 1 ვეფხვი 230მლ 1108განსაკუთრებული ფასი 5,88 ლ რეგულარული ფასი 11,75 ლ -
Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2 in 1 მეხანძრე 230 მლ 1368განსაკუთრებული ფასი 5,88 ლ რეგულარული ფასი 11,75 ლ -
Dalin - დალინი ყურის ჩხირი 200 ცალი 1455განსაკუთრებული ფასი 3,50 ლ რეგულარული ფასი 5,84 ლ -
Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 200 მლ 2494განსაკუთრებული ფასი 6,52 ლ რეგულარული ფასი 10,87 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account