ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Ziaja - ზიაია ბავშვის შამპუნი 270 მლ 27508განსაკუთრებული ფასი 6,48 ლ რეგულარული ფასი 12,95 ლ -
Canpol - კანპოლი აბაზანის ღრუბელი 43/106განსაკუთრებული ფასი 2,84 ლ რეგულარული ფასი 7,10 ლ -
Canpol - კანპოლი თმის დასაბანი დამცავი რგოლი 74/006განსაკუთრებული ფასი 7,24 ლ რეგულარული ფასი 18,10 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო იხვი 6196განსაკუთრებული ფასი 12,36 ლ რეგულარული ფასი 20,60 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო გემი 6199განსაკუთრებული ფასი 21,29 ლ რეგულარული ფასი 35,48 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო თევზი 6200განსაკუთრებული ფასი 20,94 ლ რეგულარული ფასი 34,90 ლ -
Bioderma - ბიოდერმა ABC საბავშვო დასაბანი გელი 1ლ 3618განსაკუთრებული ფასი 46,80 ლ რეგულარული ფასი 78,00 ლ -
Balmy - ბალმი აბაზანის ღრუბელი საბავშვო 0669განსაკუთრებული ფასი 4,98 ლ რეგულარული ფასი 9,95 ლ -
La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი გამწმენდი დამატენიანებელი კრემ-გელი 400 მლ 537315განსაკუთრებული ფასი 48,00 ლ რეგულარული ფასი 96,00 ლ -
Dalin - დალინი შამპუნი 750 მლ 32999განსაკუთრებული ფასი 9,57 ლ რეგულარული ფასი 15,95 ლ -
Dalin - დალინი შამპუნი 2/1ში მარწყვი 0474განსაკუთრებული ფასი 8,73 ლ რეგულარული ფასი 14,55 ლ -
Dalin - დალინი შამპუნი 2/1 ში მიქსი 0450განსაკუთრებული ფასი 8,73 ლ რეგულარული ფასი 14,55 ლ -
La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი კრემ-გელი სახისა და სხეულისთვის 537308განსაკუთრებული ფასი 33,45 ლ რეგულარული ფასი 66,90 ლ -
La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი გელი Lavant 418778განსაკუთრებული ფასი 31,75 ლ რეგულარული ფასი 63,50 ლ -
Canpol - კანპოლი მაკრატელი საბავშვო 9/813განსაკუთრებული ფასი 7,14 ლ რეგულარული ფასი 11,90 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო ნავი 4 ცალი 5557განსაკუთრებული ფასი 22,32 ლ რეგულარული ფასი 37,20 ლ -
Canpol - კანპოლი აბაზანის თერმომეტრი ძაღლი / კატა5 6/142განსაკუთრებული ფასი 7,74 ლ რეგულარული ფასი 12,90 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო რვაფეხა 6272განსაკუთრებული ფასი 25,40 ლ რეგულარული ფასი 42,34 ლ -
Nuby - ნუბი ნაკრები აბაზანის აქსესუარი 5731განსაკუთრებული ფასი 26,44 ლ რეგულარული ფასი 44,06 ლ -
Nuby - ნუბი ნაკრები აბაზანის აქსესუარები ცხოველები 5700განსაკუთრებული ფასი 24,72 ლ რეგულარული ფასი 41,20 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account