ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Mustela - მუსტელა დამატენიანებელი Stelatopia 0+ თვიდან 300 მლ 9882განსაკუთრებული ფასი 106,40 ლ რეგულარული ფასი 152,00 ლ -
Mustela - მუსტელა დამატენიანებელი Stelatopia 0+ თვიდან 150 მლ 9851განსაკუთრებული ფასი 61,60 ლ რეგულარული ფასი 88,00 ლ -
Mustela - მუსტელა საფენქვეშა კრემი 100მლ 5847განსაკუთრებული ფასი 24,50 ლ რეგულარული ფასი 35,00 ლ -
Mustela - მუსტელა საფენქვეშა კრემი 50 მლ 5786განსაკუთრებული ფასი 13,86 ლ რეგულარული ფასი 19,80 ლ -
Mustela - მუსტელა გამწმენდი წყალი 300მლ 8497განსაკუთრებული ფასი 27,86 ლ რეგულარული ფასი 39,81 ლ -
Mustela - მუსტელა ლოსიონი ტანის 300მლ 8558განსაკუთრებული ფასი 37,45 ლ რეგულარული ფასი 53,50 ლ -
Mustela - მუსტელა ზეთი მასაჟის 100მლ 8428განსაკუთრებული ფასი 29,63 ლ რეგულარული ფასი 42,33 ლ -
Mustela - მუსტელა ქაფი-შამპუნი ახალშობილის 4405განსაკუთრებული ფასი 23,73 ლ რეგულარული ფასი 33,90 ლ -
Mustela - მუსტელა დასაბანი ინტიმ გელი 0+ 200მლ 1527განსაკუთრებული ფასი 33,54 ლ რეგულარული ფასი 47,91 ლ -
Mustela - მუსტელა Stelatopia გელი 200მლ 3620განსაკუთრებული ფასი 38,85 ლ რეგულარული ფასი 55,50 ლ -
Mustela - მუსტელა Stelatopia კრემი 40მლ 1565განსაკუთრებული ფასი 29,75 ლ რეგულარული ფასი 42,50 ლ -
Mustela - მუსტელა Cicastela კრემი აღმდგენი 40მლ 3330განსაკუთრებული ფასი 31,51 ლ რეგულარული ფასი 45,01 ლ -
Mustela - მუსტელა შამპუნი-გელი 2in1 დაბადებიდან 200მლ 6058განსაკუთრებული ფასი 23,06 ლ რეგულარული ფასი 32,95 ლ -
Mustela - მუსტელა ქოლდ კრემი 0+ 40მლ 5983განსაკუთრებული ფასი 29,36 ლ რეგულარული ფასი 41,95 ლ -
Mustela - მუსტელა საპონი ქოლდ კრემი 100გ 6102განსაკუთრებული ფასი 17,47 ლ რეგულარული ფასი 24,95 ლ -
Mustela - მუსტელა შამპუნი 0+ 200მლ 6126განსაკუთრებული ფასი 18,86 ლ რეგულარული ფასი 26,95 ლ -
Mustela - მუსტელა ლოსიონი ტანის 0+ 200 მლ 6454განსაკუთრებული ფასი 44,43 ლ რეგულარული ფასი 63,47 ლ -
Mustela - მუსტელა სახის კრემი 0+ 40 მლ 6430განსაკუთრებული ფასი 27,86 ლ რეგულარული ფასი 39,80 ლ -
Mustela - მუსტელა ლოსიონი ტანის 0+ 100 მლ 5495განსაკუთრებული ფასი 13,30 ლ რეგულარული ფასი 19,00 ლ -
Mustela - მუსტელა დასაბანი ზეთი 500 მლ 4313განსაკუთრებული ფასი 59,29 ლ რეგულარული ფასი 84,70 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account