დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
-
საწოვარა ლატექსის M 2 2 ცალი 8693 ნუკი - Nukგანსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 17,75 ლ -
საწოვარა სილიკონის M 1 2 ცალი 9574 ნუკი - Nukგანსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 17,75 ლ -
საწოვარა სილიკონის M 2 2 ცალი 9338 ნუკი - Nukგანსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 17,75 ლ -
საწოვარა სილიკონის S 1 2 ცალი 9512 ნუკი - Nukგანსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 17,75 ლ -
მატყუარა ლატექსის 6 თვიდან L 2 ცალი 8983 ნუკი - Nukგანსაკუთრებული ფასი 9,53 ლ რეგულარული ფასი 19,05 ლ -
Nuk - ნუკი საწოვარა სილიკონის ზომა M N1 0127განსაკუთრებული ფასი 4,86 ლ რეგულარული ფასი 9,71 ლ -
Nuk - ნუკი საწოვარა სილიკონის ზომა M N2 0219განსაკუთრებული ფასი 4,86 ლ რეგულარული ფასი 9,71 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა KOALA სილიკონის 1ცალი 9290განსაკუთრებული ფასი 7,21 ლ რეგულარული ფასი 14,42 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა TIGER სილიკონი N2 9269განსაკუთრებული ფასი 7,21 ლ რეგულარული ფასი 14,42 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა BABE ROSE სილიკონის N1 3441განსაკუთრებული ფასი 6,74 ლ რეგულარული ფასი 13,48 ლ -
Nuk - ნუკი საწოვარა რძის-M ლატექსი 1ცალი 7878განსაკუთრებული ფასი 4,54 ლ რეგულარული ფასი 9,07 ლ -
Nuk - ნუკი საწოვ.ჩაის-S ლატექN2 7939განსაკუთრებული ფასი 4,54 ლ რეგულარული ფასი 9,07 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა BABE BLUE ლატექსის 6-18 თვე 3380განსაკუთრებული ფასი 6,74 ლ რეგულარული ფასი 13,48 ლ -
Nuk - ნუკი საწოვარა ფაფის-L ლატექსი N2 7991განსაკუთრებული ფასი 4,86 ლ რეგულარული ფასი 9,71 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა ADORE სილიკონის N2 7265განსაკუთრებული ფასი 6,74 ლ რეგულარული ფასი 13,48 ლ -
Nuk - ნუკი საწოვარა რძის სილიკონი 2ცალი 3785განსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 17,76 ლ -
Nuk - ნუკი საწოვარა ჩაის სილიკონი 2ცალი 3754განსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 17,76 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა სოფტი ორთოდონტული 3ცალი 2568განსაკუთრებული ფასი 4,95 ლ რეგულარული ფასი 9,90 ლ -
Nuk - ნუკი მატყუარა BABE BLUE სილიკონის N1 3427განსაკუთრებული ფასი 6,74 ლ რეგულარული ფასი 13,48 ლ -
Nuk - ნუკი საწოვარა ჩაის სილიკონი 2ცალი 3723განსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 17,76 ლ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account