დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
-
მკერდის ტუმბო ელექტრო 2 ცალი 5104 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 349,54 ლ რეგულარული ფასი 582,57 ლ -
დვრილის ფორმირების ტუმბო 3162 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 16,86 ლ რეგულარული ფასი 28,09 ლ -
მკერდის საფენი N100 1564 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 30,59 ლ რეგულარული ფასი 50,98 ლ -
ელექტრო საწველის მილი 2+1 53403 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 11,08 ლ რეგულარული ფასი 18,46 ლ -
ელექტრო საწველის დიაფრაგმა 53402 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 13,42 ლ რეგულარული ფასი 22,37 ლ -
ელექტრო საწველის თავი 30 5 50419 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 13,42 ლ რეგულარული ფასი 22,37 ლ -
ელექტრო საწველის ნაწილი 4208 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 38,60 ლ რეგულარული ფასი 64,33 ლ -
რძის გამოსაწველი სათადარიგო ნაკრები 9907 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 70,12 ლ რეგულარული ფასი 116,87 ლ -
რძის ელექტრო საწველი ტუმბო 2 თავიანი 9976 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 349,54 ლ რეგულარული ფასი 582,57 ლ -
რძის ელექტრო საწველი ტუმბო 1 თავიანი 0956 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 212,21 ლ რეგულარული ფასი 353,69 ლ -
რძის გამოსაწველი მექანიკური 0003 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 79,24 ლ რეგულარული ფასი 132,07 ლ -
რძის გამოსაწველი ჰააკა 3025 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 37,42 ლ რეგულარული ფასი 62,37 ლ -
მკერდის დამცავი სილიკონის 20მმ 0765 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 18,70 ლ რეგულარული ფასი 31,16 ლ -
მკერდის დამცავი სილიკონის 24მმ 0444 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 18,70 ლ რეგულარული ფასი 31,16 ლ -
მკერდის თერაპიის პაკეტები 3-1 7644 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 50,06 ლ რეგულარული ფასი 83,44 ლ -
მკერდის საფენი მრავალჯერადი 8 ცალი 2189 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 47,94 ლ რეგულარული ფასი 79,91 ლ -
მკერდის საფენი მრავალჯერადი 4 ცალი 1175 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 25,47 ლ რეგულარული ფასი 42,45 ლ -
მკერდის საფენი N60 1000 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 23,53 ლ რეგულარული ფასი 39,22 ლ -
მკერდის საფენი N24 1420 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 9,33 ლ რეგულარული ფასი 15,55 ლ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account