დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
-
Nuby - ნუბი სათამაშო საჩხაკუნო 686განსაკუთრებული ფასი 12,36 ლ რეგულარული ფასი 20,60 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო იხვი 6196განსაკუთრებული ფასი 12,36 ლ რეგულარული ფასი 20,60 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო გემი 6199განსაკუთრებული ფასი 21,29 ლ რეგულარული ფასი 35,48 ლ -
Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო თევზი 6200განსაკუთრებული ფასი 20,94 ლ რეგულარული ფასი 34,90 ლ -
Nuby - ნუბი ბოთლის ნახატით 180მლ 1193განსაკუთრებული ფასი 9,61 ლ რეგულარული ფასი 16,02 ლ -
Nuby - ნუბი ბოთლის ნახატით 270მლ 1192განსაკუთრებული ფასი 16,54 ლ რეგულარული ფასი 27,57 ლ -
Nuby - ნუბი ბოთლის მატყუარა 2ც 9640განსაკუთრებული ფასი 7,21 ლ რეგულარული ფასი 12,01 ლ -
Nuby - ნუბი სათამაშო რეზინის რვაფეხა 6144 6144განსაკუთრებული ფასი 26,44 ლ რეგულარული ფასი 44,06 ლ -
Nuby - ნუბი ბოთლის მატყუარა ბრტყელი თავით 2 ცალი 1538განსაკუთრებული ფასი 9,57 ლ რეგულარული ფასი 15,94 ლ -
Nuby - ნუბი სილიკონის მატყუარა წაკვეთილი თავით 0-6თვე 8689განსაკუთრებული ფასი 7,21 ლ რეგულარული ფასი 12,01 ლ -
Nuby - ნუბი სილიკონის მატყუარა წაკვეთილი თავით 6+ თვე 8690განსაკუთრებული ფასი 7,21 ლ რეგულარული ფასი 12,01 ლ -
Nuby - ნუბი ჭიქა 3 ცალი 2609განსაკუთრებული ფასი 7,90 ლ რეგულარული ფასი 13,16 ლ -
Canpol - კანპოლი აბაზანა ვარდისფერი 100სმ. 336-559განსაკუთრებული ფასი 25,98 ლ რეგულარული ფასი 43,30 ლ -
Nuby - ნუბი ბამბუკის ჭიქა 5502განსაკუთრებული ფასი 6,52 ლ რეგულარული ფასი 10,87 ლ -
Nuby - ნუბი მატყუარას სამაგრი ცხოველები 5830განსაკუთრებული ფასი 15,10 ლ რეგულარული ფასი 25,17 ლ -
Nuby - ნუბი ღრძილების მასაჟორი ზღვის ბინადრებიგანსაკუთრებული ფასი 15,25 ლ რეგულარული ფასი 25,42 ლ -
Nuby - ნუბი ბოთლის საწოვარა 3+ 2ცალი 9671განსაკუთრებული ფასი 7,55 ლ რეგულარული ფასი 12,59 ლ



ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account