Water for injection - საინექციო წყალი 2მლ 10 ამპულა
სამკურნალო საშუალებების სტერილური ხსნარების მოსამზადებლად, რომლებიც განკუთვნილია კანქვეშ, ინტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანისათვის უშუალოდ გამოყენების წინ.
საინექციო წყალი
AQUA PRO INJEKTIONIBUS
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: საინექციო წყალი
მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება): წყალი
სამკურნალო ფორმა: გამხსნელი წამლების საინექციო ფორმების მოსამზადებლად.
შემადგენლობა: საინექციო წყალი - 2მლ, 5მლ, 10მლ.
აღწერა: გამჭვირვალე უფერო, უსუნო უგემო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გამხსნელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
წყალი - უნივერსალური გამხსნელია. ადამიანის სხეულში წყალი აუცილებელია მუდმივი ცვლის პროცესებისათვის. ნორმალურ პირობებში წყალი გამოიყოფა შარდით, განავლით, ოფლით და სუნთქვისას. სითხის დაკარგვა ოფლით, სუნთქვისას და განავლოვანი მასებით ხდება სითხის შეყვანისაგან დამოუკიდებლად. ადეკვატური ჰიდრატაციის შენარჩუნებისათვის მოზრდილებში საჭიროა 30-45 მლ/კგ/დღე-ღამეში წყალი, ბავშვებში 100-165 მლ/კგ, ხოლო ახალშობილებში - 45-100 მლ/კგ. საინექციო წყალი გამოიყენება საინექციო ხსნარების მოსამზადებლად და უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებს სუბსტრატების და წყლის შეთავსების ეფექტურობისათვის.
გამოყენების ჩვენებები
გადამტანის ან განსაზავებელი ხსნარის სახით ფხვნილებიდან, ლიოფილიზატებისა და კონცენტრატებისაგან სტერილური საინექციო ხსნარების მოსამზადებლად.
საინექციო წყალი გამოიყენება სამკურნალო საშუალებების სტერილური ხსნარების მოსამზადებლად, რომლებიც განკუთვნილია კანქვეშ, ინტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანისათვის უშუალოდ გამოყენების წინ.
გამოყენების წესი და დოზირება
ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად, კანქვეშ ინექციის სახით, საინექციო ხსნარების, ფხვნილების და ინექციების მოსამზადებლად განკუთვნილი მშრალი ნივთიერების გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად.
სადღეღამისო დოზა და შეყვანის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს იმ პრეპარატის ინსტრუქციას, რომლის გასაზავებლად გამოიყენება საინექციო წყალი.
საინექციო წყლის გამოყენებით სამკურნალო საშუალებების ხსნარების მომზადება უნდა ხდებოდეს სტერილურ პირობებში (ამპულის გახსნა, შპრიცის და ჭურჭლის ავსება სამკურნალო საშუალებებით).
უკუჩვენებები
საინექციო წყალი არ გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალების გამხსნელი, თუ სამკურნალო საშუალების ხსნარის მოსამზადებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან (ფხვნილები, მშრალი ნივთიერებები ინექციის მოსამზადებლად) შერევის დროს აუცილებელია ვიზუალური კონტროლი მათ შეთავსებაზე (შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქიმიურ ან ფარმაცევტულ შეუთავსებლობას).
განსაკუთრებული მითითებები
საინექციო წყლის შეყვანა პირდამირ ან ინფუზიის გზით არ შეძლება დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).
საინექციო წყლის შერევა ზეთოვან საინექციო ხსნარებთან, გარეგან მოწვის საშუალებებთან არ შეიძლება.
საინექციო წყალი არ გამოიყენება საინფუზიო ხსნარების მოსამზადებლად, ჭრილობების მოსაბანად და შესახვევი მასალის დასანოტივებლად.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიგანსაზღვრულია იმ პრეპარატის ინსტრუქციით, რომლის გასაზავებლად გამოიყენება საინექციო წყალი.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
გამხსნელი წამლების საინექციო ფორმების მოსამზადებლად.
2მლ, 5მლ, ან 10 მლ ამპულებში.
10 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა
4 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
| Units | 10 |
|---|---|
| Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account