მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
მიკოსანი - Mycosan 15მლ გელიგანსაკუთრებული ფასი 38,97 ლ რეგულარული ფასი 77,95 ლ -
სოლიფენაცინი შტადა - Solifenacina STADA 5მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,00 ლ რეგულარული ფასი 32,00 ლ -
სოლიფენაცინი შტადა - Solifenacina STADA 10მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 39,15 ლ რეგულარული ფასი 52,20 ლ -
ტრიმეკორი MR - Trimecor MR 35მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 25,94 ლ რეგულარული ფასი 51,89 ლ -
მიკოსანი პროტექტი სპრეი 80მლგანსაკუთრებული ფასი 34,08 ლ რეგულარული ფასი 68,17 ლ -
Enterofuryl - ენტეროფურილი 200მგ 16 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 15,65 ლ რეგულარული ფასი 22,35 ლ -
Enterofuryl - ენტეროფურილი 200მგ/5 სუსპენზია 90მლგანსაკუთრებული ფასი 15,07 ლ რეგულარული ფასი 21,53 ლ -
Humana - ჰუმანა ელექტროლიტები კამით (დიარეის შემთხვევაში) 1ც - 6,25გგანსაკუთრებული ფასი 1,40 ლ რეგულარული ფასი 2,80 ლ -
Loranex - ლორანექსი 5მგ. 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 7,07 ლ რეგულარული ფასი 11,78 ლ -
ქსარელტო 20მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 45,83 ლ რეგულარული ფასი 67,55 ლ -
Erogra - ეროგრა 100მგ 5 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 36,79 ლ რეგულარული ფასი 61,32 ლ -
Trimecor - ტრიმეკორი MR 35მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,77 ლ რეგულარული ფასი 47,54 ლ -
TURBO MICRON - ტურბო მიკრონ G 500მგ 60 ტაბლეტი GMPგანსაკუთრებული ფასი 25,68 ლ რეგულარული ფასი 42,79 ლ -
XARELTO - ქსარელტო 15მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 45,91 ლ რეგულარული ფასი 67,65 ლ -
STIBERIL SPREY - სტიბერილი ხსნარი 1.0% 15მლ GMPგანსაკუთრებული ფასი 12,11 ლ რეგულარული ფასი 24,22 ლ -
TURBO GEL - ტურბო გელი 100მლგანსაკუთრებული ფასი 17,44 ლ რეგულარული ფასი 29,06 ლ -
ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები 5მლგანსაკუთრებული ფასი 17,98 ლ რეგულარული ფასი 25,68 ლ -
Polydexa - პოლიდექსა (ფენილეფრინი) ცხვირის სპრეი 15მლგანსაკუთრებული ფასი 9,60 ლ რეგულარული ფასი 16,00 ლ -
ქსარელტო ტაბ. 10მგ N30განსაკუთრებული ფასი 62,43 ლ რეგულარული ფასი 82,85 ლ

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account