მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
Selta plus - სელტა პლიუსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,53 ლ რეგულარული ფასი 43,02 ლ -
Valubronqo - ვალუბრონქო ჯუნიორი სიროფი 150გგანსაკუთრებული ფასი 19,01 ლ რეგულარული ფასი 22,40 ლ -
Kids 0-9 -ქიდსი 0-9 კბილების ამოჭრა 1მლ 20 ნებულაგანსაკუთრებული ფასი 39,63 ლ რეგულარული ფასი 49,54 ლ -
Cranberry - ქრანბერი პრემიუმი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 20,74 ლ რეგულარული ფასი 41,47 ლ -
Pini plus - პინი პლიუს ბალზამი 120მლგანსაკუთრებული ფასი 22,73 ლ რეგულარული ფასი 28,41 ლ -
ElFerro - ელფერო სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 30,89 ლ რეგულარული ფასი 36,34 ლ -
რესპენზიმო სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 33,25 ლ რეგულარული ფასი 39,11 ლ -
Cystoliberin Advance - ცისტოლიბერინი ადვანსი სუსპენზია 125მლგანსაკუთრებული ფასი 40,04 ლ რეგულარული ფასი 47,10 ლ -
Pepsan - პეპსანი ორალური გელი 30 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 22,27 ლ რეგულარული ფასი 26,20 ლ -
Aknetrent - აკნეტრენტი 10მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 12,03 ლ რეგულარული ფასი 14,90 ლ -
Valeriana MAX - ვალერიანა მაქსი 200მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 11,68 ლ რეგულარული ფასი 12,98 ლ -
Etothem - ეტოთემი კრემი 50გგანსაკუთრებული ფასი 18,68 ლ რეგულარული ფასი 21,98 ლ -
სინორესტი ცხვირის და წიაღისეულის სავლები 20 პაკეტი და ბოთლიგანსაკუთრებული ფასი 33,99 ლ რეგულარული ფასი 39,85 ლ -
Dapazox - დაპაზოქსი 10მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,93 ლ რეგულარული ფასი 43,30 ლ -
Arpeflu - არპეფლუ 100მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,49 ლ რეგულარული ფასი 34,69 ლ -
Groprinosin - გროპრინოსინი ფორტე 1000მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 53,12 ლ რეგულარული ფასი 66,50 ლ -
Pantogar - პანტოგარი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 73,38 ლ რეგულარული ფასი 91,75 ლ



ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account