მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
-
მაკროლაქსი ფხვ. 60გრ N4 პაკგანსაკუთრებული ფასი 41,48 ლ რეგულარული ფასი 48,90 ლ -
Torvazin Plus - ტორვაზინ პლიუსი 10/10მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 32,05 ლ რეგულარული ფასი 40,05 ლ -
Ostevin - ოსტევინი 24 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,17 ლ რეგულარული ფასი 36,34 ლ -
DIAPO-CARE - დაიპო ქეარ კრემი 40გრგანსაკუთრებული ფასი 17,05 ლ რეგულარული ფასი 21,31 ლ -
Imucan - იმუკანი 225მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,65 ლ რეგულარული ფასი 42,05 ლ -
Captopril HCT Denk - კაპტოპრილი HCT დენკი 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,94 ლ რეგულარული ფასი 43,68 ლ -
სენტილოუ ტაბ. 200მკგ N30განსაკუთრებული ფასი 34,85 ლ რეგულარული ფასი 41,00 ლ -
Torvazin Plus - ტორვაზინ პლიუსი 40/10მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 55,63 ლ რეგულარული ფასი 65,65 ლ -
კეტოკლინი პლასტირი 7 ცალიგანსაკუთრებული ფასი 16,75 ლ რეგულარული ფასი 19,71 ლ -
ნეტილდექსი თვ.წვ.3მგ/1მგ 5მლგანსაკუთრებული ფასი 29,69 ლ რეგულარული ფასი 34,95 ლ -
Indonal partner - ინდონალი პარტნერი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 166,78 ლ რეგულარული ფასი 196,82 ლ -
Liliz rosa - ლილაიზ როზა 5მგ10 ვაგინალური სანთელიგანსაკუთრებული ფასი 32,67 ლ რეგულარული ფასი 40,84 ლ -
Limenda - ლიმენდა 750მგ/200მგ 7 ვაგინალური სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 37,58 ლ რეგულარული ფასი 44,74 ლ -
Tranedex 500 - ტრანედექსი 500მგ 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 14,19 ლ რეგულარული ფასი 16,75 ლ -
Monex - მონექსი სპრეი 50მკგ 140 დოზაგანსაკუთრებული ფასი 39,52 ლ რეგულარული ფასი 46,55 ლ





ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account